ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ჩაშლილ შეხვედრაზე განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ჩაშლილ შეხვედრაზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, IPRM-ის 95-ე შეხვედრა, საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელის, ერიკ ჰოგისა და სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენლის, რუდოლფ მიჰალკას მონაწილებით ერგნეთში გაიმართა.

„ბატონმა ჰოგმა 2019 წლის 18 ივლისის შემდეგ განვითარებული მოვლენები მიმოიხილა. მან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან არსებული ვითარება განიხილა. მისი აზრით, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა უსაფრთხოების მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედა, მათ შორის კი განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა გუგუტიანთაკარსა და წნელისშია.

მათი აზრით, დაძაბულობის განსამუხტად და კონფლიქტის გამო დაზარალებული მოსახლეობის პირობების გასაუმჯობესებლად აუცილებელია დიალოგის გაგრძელება.

აუცილებელია გაგრძელდეს ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა ყველა შესაძლებელი საკომუნიკაციო საშუალებით, განსაკუთრებით კი აუცილებელია დაძაბულობის შესამცირებლად მოქმედებების შესახებ ადრეული გაფრთხილება.

შემდეგი შეხვედრა 2019 წლის 2 ოქტობერსაა ჩანიშნული“, - ნათქვამია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა