მერის წარმომადგენელი - სოფელ ჩორჩანაში ამ დროისთვის სიმშვიდეა - სიმართლე არ არის ინფორმაცია, თითქოს, ცხინვალის ე.წ. წარმომადგენლის ულტიმატუმის შემდეგ რამდენიმე ოჯახმა სოფელი დატოვა

ხაშურის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანაში ამ დროისთვის სიმშვიდეა. ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე გადაადგილება არ შეინიშნება.

„ამ დროისთვის, სოფელში სრული სიმშვიდეა. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, დე ფაქტო ცხინვალის ე.წ. წარმომადგენლის განცხადების და ულტიმატუმის შემდეგ რამდენიმე ოჯახმა სოფელი დატოვა, სრულიად უსაფუძვლოა და სიმართლეს არ შეესაბამება", - განაცხადა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ვაჟა ლომიძემ.

ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლის განცხადებით, ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე სოფელ წნელისთან ქართული პოსტის ხვალ, დილის ექვს საათამდე გაუქმება მოითხოვეს.

"იმ შემთხვევაში, თუ ეს არ შესრულდება, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელისუფლება მიიღებს ყველა კანონიერ ზომას მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის და საზღვრის დაცვისთვის", - განაცხადა ეგორ კოჩიევმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა