უკრაინამ და რუსეთმა პატიმრები გაცვალეს, რომელთა შორის 24 უკრაინელი მეზღვაურიცაა

უკრაინამ და რუსეთმა პატიმრები გაცვალეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ უკრაინის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, იმ პატიმრებს შორის, რომლებიც უკრაინაში ბრუნდებიან, მეზღვაურები და რეჟისორი ოლეგ სენცოვიც არიან.

აღნიშნულზე ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არც გენერალური პროკურორის და არც პრეზიდენტის პრესსპიკერებს გაუკეთებიათ.

უკრაიანასა და რუსეთს შორის კონფლიქტმა დონბასის რეგიონში 2014 წლიდან დღემდე 13,000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. რუსეთში ათეულობით უკრაინელი ტყვეა დაპატირებული, მათ შორის 24 მეზღვაური, რომლებიც რუსეთმა შარშან დააკავა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა