დავით ბაქრაძე - ჩვენი ამოცანაა, პირველივე არჩევნებზე კაბინეტებიდან გამოვაბრძანოთ ის მავნებლები, რომლებიც მოსახლეობისთვის არაფერს აკეთებენ

ჩვენი ამოცანაა, პირველივე არჩევნებზე საკუთარი კაბინეტებიდან გამოვაბრძანოთ ის მავნებლები, რომლებიც მოსახლეობის დასახმარებლად არაფერს აკეთებენ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ მარნეულის რაიონში, სოფელ ქესალოს მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, სოფელში მდებარე სარწყავი არხი მხოლოდ სოფლის რწმუნებულის ნაკვეთს ემსახურება და არა ადგილობრივებს.

„სოფელში ზამთარში შეიყვანეს ტექნიკური წყალი და ახლა გამოუცხადეს ადამიანებს, რომ თურმე ეს ტექნიკური წყალი უნდა გამოიყენონ სასმელად და ამისთვის უნდა გადაიხადონ ფული. ადამიანებს არ აქვთ სარწყავი წყალი და აქ მოსახლეობა თავს ირჩენს სწორედ სოფლის მეურნეობით და პროდუქტების მოყვანით, მათ არ აქვთ საშუალება დაამუშავონ მიწა. არის არხი, რომელიც ემსახურება მხოლოდ სოფლის რწმუნებულის ნაკვეთს და არა ადგილობრივ გლეხობას. ეს არის დღევანდელი ხელისუფლება, რომელსაც თავში აქვს ავარდნილი და დარწმუნებულია, რომ არაფერს არ გააკეთებს და ვერაფერს ვერ უზამენ. ამიტომ ჩვენი ამოცანაა, პირველივე არჩევნებზე საკუთარი კაბინეტებიდან გამოვაბრძანოთ ის მავნებლები, რომლებიც საკუთარი ჯიბის იქეთ არ იხედებიან და არაფერს არ აკეთებენ მოსახლეობის დასახმარებლად“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა