პალდოს საწვრთნელ ბაზაზე რეზერვისტების შეკრება მიმდინარეობს

საველე საწვრთნელ ბაზა „პალდოზე“ ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის 201-ე კადრირებული ბატალიონის სარეზერვო ასეულის დასკვნითი შეკრებები მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ასეულში ჩარიცხული რეზერვისტები ეროვნული გვარდიის ინსტრუქტორების დახმარებით, ორი კვირის განმავლობაში საცეცხლე მომზადების ყველა ეტაპს გადიან. ისინი სროლებს ქვეითი ქვედანაყოფის შეიარაღების, ავტომატის, ტყვიამფრქვევის, მსუბუქი ტყვიამფრქვევის, ხელის ყუმბარტყორცნის, ლულის ქვეშა ყუმბარტყორცნის საშუალებით ახორციელებენ.

მათივე ინფორმაციით, რეზერვისტების მომზადების პროცესს დღეს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი შალვა ჯაბახიძე, აშშ-ის „ვალიანტის“ (ყოფილი CUBIC- აშშ-ის თავდაცვის სისტემის გამოყენებითი ჯგუფი) ხელმძღვანელი, გრეგორი კანატა და ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელი პირები გაეცნენ.

სამინისტროს ცნობით, რამდენიმე დღეში 201-ე კადრირებული ბატალიონის სარეზერვო ასეული საჩვენებელ სწავლებას შეასრულებს, 8 სექტემბერს კი შემაჯამებელი შეკრება გაიმართება. ამით რეზერვისტების ინდივიდუალურ დონეზე მომზადება დასრულდება. მეორე წელი კი მათ ჯგუფურ მომზადებას დაეთმობა.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამა 2018 წლის 1 აგვისტოს დაიწყო.

აქტიურ რეზერვში ჩარიცხული მოქალაქეები 5 წლის განმავლობაში მსახურობენ და სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში რეზერვისტები შრომის ანაზღაურების სრულ ოდენობას მიიღებენ. საერთო ჯამში, რიგითი რეზერვისტის საშუალო ანაზღაურება წლიურად ხელზე ასაღები 2760 ლარია. საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღეზეა გათვლილი, რომელიც 12 თვეზე ნაწილდება“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა