მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი უკრაინისთვის 250 მილიონ დოლარიანი სამხედრო დახმარების შეწყვეტას აპირებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინისთვის 250 მილიონ დოლარიანი სამხედრო დახმარების შეწყვეტას აპირებს. ამის შესახებ დასავლური მედია ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

გავრცელებული ცნობით, თეთრი სახლის ლიდერმა იმ დახმარების პროგრამის გადახედვის ბრძანება გასცა, რომელსაც კიევი აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მხარდაჭერილი სეპარატისტების წინააღმდეგ ბრძოლაში იყენებს.

როგორც „როიტერსი“ წერს, ტრამპის მოსაზრებით, ბიუჯეტიდან თანხების ხარჯვა უნდა მოხდეს აშშ-ის ინტერესების მიხედვით. თეთრ სახლს აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა, ინფორმაციას უკვე გამოეხმაურნენ სენატორები.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა რესპუბლიკელმა ადამ კინზინგერმა „ტვიტერზე“ დაწერა რომ ეს მიუღებელია.

„არასწორი იყო როდესაც ობამამ ვერ შეძლო უკრაინაში პუტინს მაგრად დადგომოდა და ახლა რაც ხდება, ესეც არასწორია“, - დაწერა მან.

შეგახსენებთ, რომ აშშ უკრაინას მას შემდეგ ეხმარება, რაც 2014 წელს რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და დონბასში პრორუსი სეპარატისტების მხარდაჭერა დაიწყო. დახმარების სახით კიევმა აშშ-სგან ბოლო ხუთ წელიწადში 3 მილიარდ დოლარზე მეტი მიიღო.

იხილეთ ვიდეო: დონალდ ტრამპი უკრაინისთვის 250 მილიონ დოლარიანი სამხედრო დახმარების შეწყვეტას აპირებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა