დე ფაქტო „საგარეო უწყება“ - კატეგორიულად მოვითხოვთ უკანონო სამუშაოების შეწყვეტას, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლო შედეგებზე  პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას დაეკისრება

თვითგამოცხადებული „სამხრეთ ოსეთის“ „საგარეო საქმეთა სამინისტრო“ საოკუპაციო ხაზთან ქართული მხარის მიერ საგუშაგოს მშენებლობას „სიტუაციის გააზრებულად და დემონსტრაციულ გამწვავებად“ აფასებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით დე ფაქტო უწყება განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ ქართული მხარის ქმედებამ შესაძლოა, არა მხოლოდ „სამხრეთ ოსეთის“ საქართველოსთან მოსაზღვრე ტერიტორიებზე, არამედ მთლიანად რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს“.

„საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მიმართ პროვოკაციული ნაბიჯების გადადგმის გამო, რომელსაც თან ახლავს საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების ყოფნის გაზრდა სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვრის მთელ პერიმეტრზე, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

სამხრეთ ოსეთი კატეგორიულად მოითხოვს საქართველოს ყველა შეიარაღებული ფორმირების დაუყოვნებლივ გაყვანას და უკანონო სამშენებლო სამუშაოების შეწყვეტას. წინააღმდეგ შემთხვევაში სიტუაციის განზრახ გამწვავების გამო ყველა შესაძლო შედეგზე მთელი პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას და მის დასავლელ კურატორებს დაეკისრებათ“, - ხაზგასმულია „საგარეო საქმეთა სამინისტროს“ განცხადებაში.

თვითგამოცხადებული „სამხრეთ ოსეთი“ დღევანდელ მდგომარეობას ადარებს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის წინ შექმნილ სიტუაციას და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა