TBILISI PIANO FEST პირველ სექტემბერს ორბელიანის მოედანზე გაიხსნება

დედაქალაქის მერიისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისში პირველი საფორტეპიანო ფესტივალი - TBILISI PIANO FEST ჩატარდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, პირველიდან 7 სექტემბრის ჩათვლით, ფესტივალს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე უმასპინძლებს. გახსნის ღონისძიება პირველ სექტემბერს, 16:00 საათზე, ორბელიანის მოედანზე, ღია ცის ქვეშ გაიმართება.

მათივე ინფორმაციით, კონცერტზე დასწრება უფასოა და მას ცნობილი ესტონელ-ამერიკელი დირიჟორი კრისტიან იარვი წარუძღვება. სოლისტია დუდანა მაზმანიშვილი, რომელიც „ჯორჯიან სინფონიეტასთან“ ერთად, ბახის, ყანჩელისა და კრისტიან იარვის ნაწარმოებებს შეასრულებს. კონცერტში მონაწილეობას ასევე, მიიღებს ესტონელი DJ სანდერ მოელდერი. პირველ სექტემბერს, 20:00 საათზე კი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის კარი იხსნება პირველი საფესტივალო საღამოსთვის, რომლის ფარგლებშიც, ნიუ იორკელი პიანისტი ჯეფრი სუონი ქართველ მსმენელს ვაგნერის შემოქმედებას გააცნობს.

„TBILISI PIANO FEST-ის ფარგლებში, მსმენელის წინაშე მსოფლიო მნიშვნელობის მქონე პიანისტები წარსდგებიან. სპეციალურად ფესტივალისთვის ფორტეპიანოების ერთ-ერთმა წამყვანმა გერმანულმა მწარმოებელმა BECHSTEIN, რომლის სარეკლამო სახეც ქართველი პიანისტი დუდანა მაზმანიშვილია, საქართველოში ექვსი საკონცერტო როიალი ჩამოიტანა.

ფესტივალის ბილეთები biletebi.ge-სა და „ბიბლუსის“ სალაროებში იყიდება. ყოველი საფესტივალო დღის 15:00 საათზე ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში ღია მასტერ-კლასები გაიმართება, რომლებზე დასწრებაც ნებისმიერი მსურველისთვის უფასო იქნება. ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის დაწესებულია სპეციალური პრიზები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა