თამარ ჩუგოშვილი - ხელისუფლება აკონტროლებს ვითარებას, რომ შემდგომი ესკალაცია არ იყოს - ახლა მთავარია პროვოკაციებს არ წამოვეგოთ

სიტუაცია კონტროლის ქვეშ არის და ასეც დარჩება, ხელისუფლება აკონტროლებს ვითარებას, რომ შემდგომი ესკალაცია არ იყოს, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა, სოფელ ჩორჩანაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მთავარია პროვოკაციებს არ წამოეგოს ქართული მხარე.

"რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, რამდენიმე წუთში დაიწყება მეორე შეხვედრა. საქართველოს ძალიან პრინციპული პოზიცია აქვს პოლიციის საგუშაგოსთან დაკავშირებით. ხელისუფლება აკონტროლებს ვითარებას სრულად და მუშაობს, რომ შემდგომი ესკალაცია არ მოჰყვეს ამ პროცესს. ხელისუფლება შეძლებს იმას, რომ დღევანდელი მოლაპარაკება დასრულდეს იმდაგვარად, რომ საგუშაგო დარჩეს, სადაც არის. რაც შეეხება ოპოზიციას, მათ აბსურდულ ბრალდებებზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ.

ქართული მხარე წინა უპასუხისმგებლო ხელისუფლებისგან განსხვავებით, ცდილობს იმას, რომ ტერიტორიული მთლიანობა შევინარჩუნოთ იმგვარად, რომ არ წამოვეგოთ პროვოკაციებს, რომელიც მოდის რუსეთის მხრიდან. ეს პროვოკაციები გააქტურდა, მას შემდეგ, რაც დაიწყო ფიქსირება მავთულხლართების და შემდგომ სხვა პროცესები. ჩვენ გვმართებს გონიერება, რომ არ წამოვეგოთ პროვოკაციებს. ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლის ქვეშ არის",- განაცხადა ჩუგოშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა