ქეთევან ციხელაშვილი - ყველა ნაბიჯი, რომელიც ჩვენი მხრიდან იდგმება, მიმართულია სიტუაციის დეესკალაციისკენ

ყველა ნაბიჯი, რომელიც ჩვენი მხრიდან იდგმება, მიმართულია სიტუაციის დეესკალაციისკენ, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა იმის გაცნობიერება, რომ ვითარების ესკალაცია არავის ინტერესებში არ შედის.

„ჩვენი მხრიდან ყველა ნაბიჯი, რომელიც იდგმება, არის მიმართული სიტუაციის დეესკალაციისკენ და ზოგადად, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფისკენ, ისევე, როგორც პოლიციის ეს საგუშაგო ჩორჩანას მახლობლად. ამიტომ, ამასთან დაკავშირებით განცხადებები თავისი ხასიათით იყო აბსოლუტურად გაუმართლებელი არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ ყველა თვალსაზრისით. ადგილზე გახლავთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი და ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი. ვფიქრობ, ნამდვილად საჭიროა იმის გაცნობიერება, რომ არავის ინტერესში არ შედის არანაირი ტიპის ესკალაცია. დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ მოსახლეობის ინტერესში ეს არ და ვერ იქნება. იქნება ეს საოკუპაციო ხაზის ამ თუ იმ მხარეს, იქნება ეს წნელისი თუ ჩორჩანა, ამას არ აქვს მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, ქართული მხარისთვისაც აბსოლუტურად თანაბრად მნიშვნელოვანია მოსახლეობის უსაფრთხოება და სწორედ აქეთკენ არის მიმართული ძალისხმევა. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ჩემი მოწოდება და გამოვხატო იმედი, რომ ნებისმიერი განცხადების თუ მოქმედებისგან, რომლის დაანონსებაც ხდებოდა ამ დღეების განმავლობაში, ყველა შეიკავებს თავს და რეალურად, მოხდება ადგილზე სიტუაციის განმუხტვა“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა