სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი დასრულდა

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში „სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსის“ დახურვის ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, კურსდამთავრებულებს კურსის წარმატებით დასრულება სკოლის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა მიულოცა და სერტიფიკატები გადასცა. კურსი სამი კვირის განმავლობაში საჩხერისა და ჭიათურის სასწავლო უბნებზე მიმდინარეობდა. მასში ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები, ასევე, სამთო მომზადების სკოლის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ.

სამინისტროს ცნობით, წვრთნების ფარგლებში მონაწილეებმა სამთო-ტექნიკურ მომზადებასთან დაკავშირებული უნარ-ჩვევები განავითარეს და სამთო აღჭურვილობის მოხმარების წესები შეისწავლეს. მსმენელები მთიან რელიეფზე უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით გადაადგილების, დაშავებულის კოლექტიური გადარჩენის ევაკუაციის, კლდეზე დაშვების, ფიქსირებულ თოკზე ასვლის, კლდეზე ცოცვის, მდინარისა და დაბრკოლებათა ზოლის გადალახვის ხერხებს დაეუფლნენ.

სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსის დასრულების შემდეგ, ინსტრუქტორებმა მათ „სამთო მომზადების ზაფხულის შუალედური კურსის“ გავლის თაობაზე რეკომენდაცია გაუწიეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა