ანრი ოხანაშვილი - რაიმე ულტიმატუმით საუბარი „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პარლამენტის მხრიდან სრულიად მიუღებელია, მათ განცხადებებს არანაირი ძალა არ გააჩნია

მშვიდობიანად საკითხების გადაჭრას ალტერნატივა არ აქვს, თუმცა ულტიმატუმის ენით საუბარი არავის გაუვა და მიუღებელია. მათ ე.წ. განცხადებებს არანაირი ძალა არ გააჩნია,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პარლამენტის" მიერ გავრცელებულ განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

მისი თქმით, ბლოკპოსტის მშენებლობა ხელისუფლების მხრიდან არ შეწყდება.

„ჩვენთვის ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია. ყველაფერზე რაც სოფელ ჩორჩანაში ხდება პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს. ის საქმე რაც იქ დავიწყეთ, ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი. რაიმე ულტიმატუმით საუბარი ე.წ. პარლამენტის მხრიდან სრულიად მიუღებელია. მათ საუბარს არანაირი ძალა და სტატუსი არ გააჩნია. ჩვენ მთავარია ვიმოქმედოთ ფხიზლად, გონივრულად. ყველას ვაყენებთ საქმის კურსში რომ გაეცნონ ადგილზე მოვლენებს. მშვიდობიანად საკითხების გადაჭრას ალტერნატივა არ აქვს, თუმცა ულტიმატუმის ენით საუბარი არავის გაუვა და მიუღებელია", - განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თვითგამოცხადებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პარლამენტმა საოკუპაციო ხაზთან არსებულ სიტუაციაზე განცხადება გაავრცელა, რომელშიც საქართველოს ხელისუფლების მიერ „რესპუბლიკის“ ტერიტორიაზე შეიარაღებული ფორმირებების შეყვანა შეფასებულია როგორც შეუნიღბავი აგრესიის ფაქტი, რომელიც რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობის დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული.

იხილეთ ვიდეო: რაიმე ულტიმატუმით საუბარი "სამხრეთ ოსეთის" ე.წ. პარლამენტის მხრიდან სრულიად მიუღებელია - ანრი ოხანაშვილი

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს