კახა ქემოკლიძე - ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად და წნელისის ტერიტორიაზე მცხოვრებლებს ვეტყვი, რომ შეშფოთების მიზეზი არ აქვთ

მოსახლეობას ვეტყვი, რომ შეშფოთების მიზეზი არ აქვთ, - ამის შესახებ საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა კახა ქემოკლიძესოფელ ჩორჩანასთან ქართულ მხარეს, დე ფაქტო ცხინვალისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პოლიციის წარმომადგენლები უსაფრთხოებას იცავენ და შეშფოთების მიზეზი არც ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად და არც ოკუპირებული ტერიტორიაზე მცხოვრებთ არ აქვთ.

„იმ მოსახლეობას, რომელიც ცხოვრობს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ვეტყვი, რომ აბსოლუტურად ცხადია, არ აქვთ შეშფოთების მიზეზი. იმავეს გავუმეორებ იმ მოსახლეობას, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებული წნელისის ტერიტორიაზე. საქართველოს პოლიციის წარმომადგენლები არიან ღირსეული ოფიცრები, რომლებიც ადგილზე იცავენ უსაფრთხოებას, უსაფრთხოების გარემოს და არა პირიქით, არ აზიანებენ მას“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი ბევრ სხვადასხვა დეტალს შეეხო.

„დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლების პოზიციაა, რომ არის გარკვეული, ერთგვარი შფოთვა მოსახლეობაში ამ პოსტთან დაკავშირებით, ჩვენ ყველა ის კონკრეტული არგუმენტი წარმოვუდგინეთ, რომლებიც ამ შფოთს პირდაპირპროპორციულად აბათილებს. ეს არგუმენტი არის ის, რომ რეალურად საქართველოს პოლიციის თითოეული პოსტი ემსახურება ადგილზე უსაფრთხოების გარემოს სრულყოფას და არა პირიქით“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

შეგახსენებთ, ჩორჩანასთან ქართულ მხარეს, დე ფაქტო ცხინვალისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.

იხილეთ ვიდეო: ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად და წნელისში მცხოვრებლებს ვეტყვი, რომ შეშფოთების მიზეზი არ აქვთ - კახა ქემოკლიძე

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო