კახა ქემოკლიძე - ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად და წნელისის ტერიტორიაზე მცხოვრებლებს ვეტყვი, რომ შეშფოთების მიზეზი არ აქვთ

მოსახლეობას ვეტყვი, რომ შეშფოთების მიზეზი არ აქვთ, - ამის შესახებ საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა კახა ქემოკლიძემ სოფელ ჩორჩანასთან ქართულ მხარეს, დე ფაქტო ცხინვალისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პოლიციის წარმომადგენლები უსაფრთხოებას იცავენ და შეშფოთების მიზეზი არც ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად და არც ოკუპირებული ტერიტორიაზე მცხოვრებთ არ აქვთ.

„იმ მოსახლეობას, რომელიც ცხოვრობს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ვეტყვი, რომ აბსოლუტურად ცხადია, არ აქვთ შეშფოთების მიზეზი. იმავეს გავუმეორებ იმ მოსახლეობას, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებული წნელისის ტერიტორიაზე. საქართველოს პოლიციის წარმომადგენლები არიან ღირსეული ოფიცრები, რომლებიც ადგილზე იცავენ უსაფრთხოებას, უსაფრთხოების გარემოს და არა პირიქით, არ აზიანებენ მას“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი ბევრ სხვადასხვა დეტალს შეეხო.

„დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლების პოზიციაა, რომ არის გარკვეული, ერთგვარი შფოთვა მოსახლეობაში ამ პოსტთან დაკავშირებით, ჩვენ ყველა ის კონკრეტული არგუმენტი წარმოვუდგინეთ, რომლებიც ამ შფოთს პირდაპირპროპორციულად აბათილებს. ეს არგუმენტი არის ის, რომ რეალურად საქართველოს პოლიციის თითოეული პოსტი ემსახურება ადგილზე უსაფრთხოების გარემოს სრულყოფას და არა პირიქით“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

შეგახსენებთ, ჩორჩანასთან ქართულ მხარეს, დე ფაქტო ცხინვალისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.

იხილეთ ვიდეო: ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად და წნელისში მცხოვრებლებს ვეტყვი, რომ შეშფოთების მიზეზი არ აქვთ - კახა ქემოკლიძე

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის