მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს

Eagle Hills-მა სირიის ხელისუფლებასთან ჩარჩო ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმად ქვეყნის სხვადასხვა პროვინციაში რამდენიმე საცხოვრებელი და ტურისტული პროექტი განხორციელდება. მასშტაბური პროექტები სირიის დედაქალაქში Damascus Heights-ითა და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე Latakia Yachts & Marina-თი დაიწყება.

პროექტების დაგეგმვისა და განვითარების ეტაპზე Eagle Hills სირიის ეკონომიკურ და ტურისტულ პოტენციალს და ადგილობრივ გამოცდილებას გაითვალსიწინებს, ისევე როგორც თითოეული ლოკაციის თავისებურებას, ინფრასტრუქტურასა და სერვისების საჭიროებას.

„სირიაში ინვესტიციას ვახორციელებთ, რადგან გვჯერა ამ ქვეყნის, მისი ხალხის გამძლეობისა და შესაძლებლობების და ზრდის იმ რეალური პერსპექტივების, რაც მას გააჩნია. ამ ორი პროექტის მეშვეობით, ჩვენი მიზანია შევქმნათ დასაქმების, მეწარმეობის და ინვესტირების შესაძლებლობები” - განაცხადა Eagle Hills-ის დამფუძნებელმა მოჰამედ ალაბარმა.

Damascus Heights-ის გეგმა მოიცავს საცხოვრებლებს, სასტუმროებს, კომერციულ და ბიზნეს ობიექტებს. ასევე სკოლებს, ჯანდაცვის დაწესებულებებს, მწვანე სივრცეებსა და მაცხოვრებლებისთვის განკუთვნილ სერვისებს. ზღვისპირა მიმართულება - Latakia Yachts & Marina კი მოიცავს საცხოვრებლებს, სასტუმროებს, ბრენდირებულ რეზიდენციებსა და დასასვენებელ ობიექტებს.

მშენებლობისა და ექსპლუატაციის ეტაპზე, პროექტები ხელს შეუწყობს სირიაში ეკონომიკურ აქტივობასა და ტურიზმს, შექმნის სამუშაო ადგილებს მშენებლობის, სასტუმრო მომსახურებისა და სერვისების სექტორში. მოსამზადებელი და სამშენებლო სამუშაოები დამასკოსა და ლატაკიაში უახლოეს მომავალში დაიწყება.

ადგილობრივი ბიზნესი და ადამიანური რესურსი ორივე პროექტის განვითარებასა და მართვაში მთავარი საყრდენი იქნება. Eagle Hills მიესალმება პროექტებში სირიაში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები სირიელების მონაწილეობას. პრიორიტეტი მიენიჭებათ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სირიელ პირებს, ბიზნესებსა და ინსტიტუტებს. ინფორმაცია ორივე პროექტის შესახებ, ასევე განაცხადის წარდგენის თაობაზე ხელმისაწვდომია ვებგვერდზე - www.eaglehillssyria.com.

Eagle Hills აბუ-დაბიში დაფუძნებული უძრავი ქონების საინვესტიციო და დეველოპერული კერძო კომპანიაა, რომლიც 18-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს და 45 სასტუმრო პორტფელს ფლობს. კომპანია ავითარებს გამორჩეულ მრავალფუნქციურ და ექსკლუზიურ ობიექტებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საერთაშორისო ბაზრებზე, რასაც მართავს გენერალური დაგეგმარებით, დახვეწილი დიზაინითა და ხარისხისადმი ერთგულებით.

საცხოვრებელი, სტუმარ-მასპინძლობის, საცალო ვაჭრობის, დასასვენებელი და საჯარო სივრცეების გაერთიანებით, Eagle Hills-ი ქმნის ინტეგრირებულ მიმართულებებს, რომლებიც პასუხობენ ადგილობრივ გარემოს, აძლიერებენ ადგილობრივ ეკონომიკას და ქმნიან გრძელვადიან ღირებულებას საზოგადოებისთვის.

(R)

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა