საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის

General Motors-მა და Lynx Motors-მა, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდის - Cadillac-ის საქართველოში ოფიციალურად შემოსვლა დააანონსეს, რაც სამხრეთ კავკასიის პრემიუმ საავტომობილო ინდუსტრიაში, სრულიად ახალი ეტაპის დასაწყისია.

საქართველოს ბაზარზე შემოსვლა Cadillac-ის სტრატეგიის ნაწილია, რაც ქვეყნის ეკონომიკის დინამიურ განვითარებასთან, პრემიუმ და ლუქს სეგმენტის მომხმარებელთა მოთხოვნებთან და ამერიკული პრემიუმ საავტომობილო ბრენდების მიმართ არსებულ ინტერესთან სრულ თანხვედრაშია.

General Motors-ი და Lynx Motors-ი, Cadillac -ს, საქართველოს ბაზარზე, ყველა იმ უმაღლესი სტანდარტის შესაბამისად წარადგენენ, რომელსაც ბრენდი, მსოფლიოს მასშტაბით, საკუთარ მომხმარებელს სთავაზობს. პროცესს Lynx Motors-ის პროფესიონალთა გუნდი გაუძღვება.

Cadillac-ის შოურუმი, უახლოეს პერიოდში, თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე გაიხსნება. სივრცე რამდენიმე სართულს გააერთიანებს, სერვისცენტრითა და ლაუნჯით.

Cadillac -ის საქართველოს საავტომობილო ბაზარზე წარდგენა General Motors-ის რეგიონული გაფართოების სტრატეგიის ნაწილია, რაც ცენტრალური აზიისა და კავკასიის ბაზრებზე მსოფლიო პრემიუმ და ლუქს საავტომობილო ბრენდების შესვლას გულისხმობს. პროცესს Lynx Motors-ი გაუძღვება და, როგორც, საქართველოში, Cadillac-ის ოფიციალური წარმდგენი კომპანია, მომხმარებლებისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნას უზრუნველყოფს.

„მოხარული ვარ, რომ Lynx Motors-თან პარტნიორობით, საქართველოში, სრულიად ახალ გამოცდილებას ვამკვიდრებთ. Cadillac-ი სიძლიერის, თავისუფლების, პრესტიჟის და ამერიკული ოსტატობის სიმბოლოა, რაც ქართველი მყიდველის მოლოდინებსა და მოთხოვნებს სრულად შეესაბამება“, - Tommy Hosea, GM International and China-ის ვიცე-პრეზიდენტი – GPSC და GM Central Asia-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი.

„ჩვენთვის, დიდი პატივია, საქართველოში წარმოვადგენდეთ ლეგენდარულ ამერიკულ ბრენდს. Cadillac -ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლა ჩვენი კომპანიის განვითარების ბუნებრივი შემდეგია და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს ავტო ინდუსტრიაში, პრემიუმ და ლუქს სეგმენტის ბაზრის პოტენციალს“, - ოთო სიხარულიძე, Lynx Motors-ის დირექტორი.

საქართველოში, ახალი შოურუმის გახსნის თარიღის, მასში წარმოდგენილი ავტომობილების მოდელებისა და ბაზარზე, Cadillac-ის ოფიციალურად შემოსვლის შესახებ დეტალური ინფორმაცია, უახლოეს პერიოდში, ხელმისაწვდომი იქნება ვებ-გვერდზე: cadillac.lynxmotors.ge.

General Motors-ის შესახებ

General Motors-ი ტრანსპორტის მომავალს მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით ქმნის და მომხმარებლებს უფრო უსაფრთხო, ჭკვიან და დაბალი ემისიის მქონე მსუბუქი, მაღალი გამავლობის და SUV-ის ტიპის ავტომობილებს სთავაზობს.

GM-ის Buick, Cadillac, Chevrolet და GMC ბრენდები მომხმარებლებს სთავაზობენ ინოვაციური, ბენზინზე მომუშავე ავტომობილების ფართო არჩევანს და ინდუსტრიაში ელექტრომობილების ყველაზე მრავალფეროვან პორტფელს. კომპანია სრულად ელექტრიფიცირებულ მომავალზე გადასვლისკენ მიემართება.

ინფორმაცია იხილეთ: GM.com

Lynx Motors-ის შესახებ

Lynx Motors აერთიანებს ადგილობრივი საავტომობილო ინდუსტრიის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალთა გუნდს. კომპანიის საქმიანობას საფუძვლად უდევს ბაზარზე დაგროვილი პრაქტიკული გამოცდილება, ძლიერი პროფესიული კომპეტენცია და ინდუსტრიის სიღრმისეული ცოდნა.

(R)

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა