„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს

52 სავაჭრო ობიექტი ქვეყნის მასშტაბით, 400-მდე დასაქმებული და ქსელის გაფართოების ამბიციური გეგმები - ასე გამოიყურება კომპანია „ამბარის“ მიღწევები, რომელიც სულ რამდენიმე თვეა გამოჩნდა განსხვავებული კონცეფციის მქონე მოლებით რითეილის ბაზარზე.

„შენი უბნის მოლი“ - „ამბარის“ ეს ბიზნესმოდელი მომხმარებელთან მაქსიმალურად ახლოს, საკუთარ უბანში ყოფნას და მისთვის სხვადასხვა კატეგორიის მრავლფეროვანი პროდუქციის ერთ სივრცეში შეთავაზებას გულისხმობას.

„ამბარის“ კონცეფცია მხოლოდ პროდუქციის ერთ სივრცეში თავმოყრას არ გულისხმობს. კომპანიისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა მომხმარებლის გამოცდილება - რამდენად მარტივად შეუძლია ადამიანს სასურველი პროდუქტის პოვნა, შეძენა და მიღება.

კომპანიის გამორჩეული ბიზნესმოდელი ასევე გულისხმობს უბანზე მორგებული ფორმატის ფილიალების შექმნას, რაც „ამბარის“ თითოეული ფილიალის კონკრეტული უბნისა და მისი მაცხოვრებლების საჭიროებებზე დაფორმატებას გულისხმობს.

„ჩვენთვის, როგორც ახალი ქსელისთვის, მნიშვნელოვანი და უპირატესი მომხმარებლის ნდობის მოპოვებაა. ჩვენი მიზანია, მომხმარებელი „ამბარს“ მხოლოდ ერთჯერადად კი არ ესტუმროს, არამედ „ამბარი“ მისი ყოველდღიური არჩევანი გახდეს. სწორედ ამიტომ, ვცდილობთ სწრაფად განვვითარდეთ ქვეყნის მასშტაბით, რომ ყველა რეგიონის მცხოვრებლებს მივცეთ შესაძლებლობა, თავისსავე უბანში ჰქონდეთ მათ საჭიროებებზე მორგებული მოლი“, - აცხადებენ კომპანიაში.

ქსელის გაფართოება კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. „ამბარის“ მიზანია, მომავალში წარმოდგენილი იყოს საქართველოს ყველა ქალაქსა და თბილისის ყველა უბანში.

დღეს „ამბარი“ ქვეყნის მასშტაბით 52 ობიექტითაა წარმოდგენილი, თუმცა კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, ოქტომბრის ბოლოსთვის „ამბარის“ სუპერმარკეტების რაოდენობა 60-მდე გაიზრდება.

ამ სტრატეგიის ფარგლებში კომპანია მხოლოდ არსებული ქსელის ზრდაზე არ აკეთებს აქცენტს. გაფართოებასთან ერთად იზრდება დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდის საჭიროებაც. ამ ეტაპზე კომპანიაში დაახლოებით 400 ადამიანია დასაქმებული სხვადასხვა პოზიციაზე და მათი რიცხვი ოქტომბრის ბოლოსთვის 600-მდე გაიზრდება.

„ამბარში“ მიიჩნევენ, რომ ქსელის განვითარება მხოლოდ სავაჭრო ობიექტების რაოდენობის ზრდას არ ნიშნავს. კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ამოცანაა, თითოეული ახალი ლოკაციის საშუალებით მომხმარებლისთვის ყოველდღიური შოპინგი უფრო მარტივი და კომფორტული გახდეს.

„ჩვენი მიზანია, მომხმარებელს დავანახოთ, რომ „ამბარი“ არის ადგილი, სადაც არჩევანი არასდროს სრულდება. აქ მოსული ადამიანი იპოვის თითქმის ყველაფერს, რაც მისი ყოველდღიური ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ ვავითარებთ უბნის მოლის კონცეფციას, რადგან გვინდა, რომ ადამიანებს აღარ დასჭირდეთ სხვადასხვა მაღაზიაში, ხშირად კი ერთმანეთისგან მოშორებულ ადგილებში სიარული“, — აცხადებენ კომპანიაში.

კომპანია სამომავლო განვითარებას მხოლოდ კომერციულ ზრდასთან არ აკავშირებს. მისი გრძელვადიანი მიზანია, ჩამოყალიბდეს ბაზრის ერთ-ერთ მსხვილ და კონკურენტულ მოთამაშედ, შექმნას ახალი სტანდარტები როგორც მომხმარებლის გამოცდილების, ისე დასაქმების მიმართულებით და განავითაროს პასუხისმგებლიანი ბიზნესის მოდელი.

(R)

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა