მურატ ჯიოევი - ჩვენ ერთი მოთხოვნა გვაქვს: ქართული პოსტი, რომლის არსებობაც ძაბავს სიტუაციას, უნდა მოიხსნას - ქართული მხარე დათმობაზე ჯერ არ წამოვიდა

ქართული მხარე დათმობაზე არ წამოვიდა, მოლაპარაკებები გაგრძელდება, - განაცხადა ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო „პრეზიდენტის“ სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური მოგვარების საკითხებში მურატ ჯიოევმა.

საოკუპაციო ხაზთან დღეს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ კომენტარი გააკეთა მურატ ჯიოევმა.

„ჩვენ ერთი მოთხოვნა გვაქვს - ეს ქართული პოსტი, რომლის არსებობაც ძაბავს სიტუაციას, უნდა მოიხსნას. ქართული მხარე ჯერ არ წამოვიდა დათმობაზე. მიუხედავად იმისა, რომ პოსტის განთავსების თაობაზე მათი არგუმენტები ჩვენთვის სრულიად მიუღებელია. ჩვენ განვაცხადეთ, რომ თუ საქმე (როგორც ისინი ამტკიცებენ) სოფლის უსაფრთხოების საკითხს ეხება, მაშინ დადგან პოსტი თავისი სოფლის ტერიტორიაზე. რა შუაშია აქ წნელისი“, - განაცხადა ჯიოევმა.

მისივე თქმით, რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ მხარეები შეთანხმდნენ, რომ საჭიროა დიალოგის გაგრძელება ჟენევის დისკუსიისა და ინციდენტებზე რეაგირებისა და თავიდან აცილების მექანიზმის ჩარჩოებში. ჯიოევის განაცხადებით, „ქართველებმა სხვა ვარიანტებიც შემოგვთავაზეს, მაგრამ ჩვენ ერთი პოზიცია გვაქვს, თვით ამ პოსტის არსებობა სოფელ წნელისის თავზე არის ფაქტორი, რომელიც დესტაბილიზაციას იწვევს“.

ამ ინფორმაციას „sputnik-ossetia.ru“ ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს