სოფელ ჩორჩანაში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი გუბერნატორს და დეპუტატს სიტყვიერად დაუპირისპირდა

სოფელ ჩორჩანაში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი მხარის გუბერნატორ გიორგი ხოჯევანიშვილსა და დეპუტატ სიმონ ნოზაძეს სიტყვიერად დაუპირისპირდა. როგორც ჟურნალისტებთან ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა მანანა გოგნაძემ განაცხადა, მათი უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ ხელისუფლება მათ ინფორმირებას არ ახდენს სოფელ ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებზე და ინფორმაციას მხოლოდ მედიისგან იგებენ.

„არაფერზე არ ვიყავით ინფორმირებული, არაფერი ვიცოდით. ყველაფერი ტელევიზორით გავიგეთ. როცა სამართალდამცავებს ვითარების შესახებ ვკითხეთ, ასე გვიპასუხეს, რომ სიმშვიდეა", - განაცხადა ადგილობრივმა მანანა გოგნაძემ.

შიდა ქართლის გუბერნატორის გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, სოფელი ჩორჩანა უსაფრთხოდაა და მოსახლეობაც ინფორმირებული იყო.

„ადგილობრივებთან სასაუბროდ მოვედით, სიტუაციას ვუხსნით. არანაირი დაძაბვის და ხიფათის შემცველი სიტუაცია არ არსებობს სოფლისთვის. ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ხალხთან, შესაბამისად, ამ პრეტენზიას ჟურნალისტებისგან ვერ მივიღებთ. მედიისგან არ გაუგია ინფორმაცია მოსახლეობას, ჩვენგან გაიგეს",- განუცხადა ჟურნალისტებს ხოჯევანიშვილმა.

ამასთან, დეპუტატ სიმონ ნოზაძის თქმით, ისინი დაელოდნენ შეხვედრის შედეგს, რომელიც დღეს სოფელ ჩორჩანასთან საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას, დე ფაქტო ცხინვალისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს შორის გაიმართა.

"მე კომუნიკაცია მქონდა ამ სოფლის დეპუტატთან, ვუთხარი, რომ როგორც კი დამთავრდებოდა კომისიის მუშაობა ამოვიდოდი სოფელთან შესახვედრად და ამოვედი. ახლა, კომისიის გადაწყვეტილების შესახებ ცნობილია, სახელმწიფო ზომებს იღებს იმისათვის, რომ სიწყნარე იყოს, არის კიდევაც სიწყნარე. რამდენიმე გაღიზიანებულმა ადამიანმა ილაპარაკა, მაგრამ თქვენს (ჟურნალისტების) მოსვლამდე ძალიან მშვიდად ვსაუბრობდით", - განაცხადა ნოზაძემ.

იხილეთ ვიდეო: სოფელ ჩორჩანაში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი გუბერნატორს და დეპუტატს სიტყვიერად დაუპირისპირდა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო