ზვიად ზვიადაძე  - შევხვდით სოფელ ჩორჩანას მოსახლეობას და ავუხსენით, რომ არანაირი საშიშროება არ არსებობს და შეუძლიათ სოფელში ცხოვრება მშვიდად გააგრძელონ

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ზვიადაძე სოფელ ჩორჩანაში იმყოფებოდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, თავდაპირველად იგი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ პოლიციის საგუშაგოზე მივიდა, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების წარმომადგენლებს ესაუბრა და ადგილზე სიტუაციას გაეცნო.

მოგვიანებით კი ხაშურის მაჟორიტარ დეპუტატთან სიმონ ნოზასთან, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან- გუბერნატორთან გიორგი ხოჯევანიშვილთან და მის მოადგილესთან ამირან ქრისტესიაშვილთან ერთად ჩორჩანას მოსახლეობას შეხვდა. საკანონმდებლო ორგანოს, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას არსებული სიტუაცია გააცნეს და მათგან სოფლის პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

„როგორც ვიცით, ადგილზე 18 კომლი ცხოვრობს. ზაფხულში მოსახლეობა იმატებს. ამ ადამიანებს აქვთ გაზგაყვანილობა, ახლა მოსაგვარებელია შიდა სასოფლო გზები. სოფელს ემსახურება სკოლის ავტობუსი, აქვს მთის სტატუსი. თუმცა არსებობს პრობლემებიც.

„პირველ რიგში აქ დღეს უსაფრთხოების თემა იყო. მოსახლეობას ავუხსენით შექმნილი სიტუაცია.მოგეხსენებათ, სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე, ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით, ქართული საგუშაგო მოეწყო. შესაბამისად, ის გაუგებრობები, რომლებიც ბოლო ორი დღის განმავლობაში იყო, რა თქმა უნდა, ადგილობრივებისთვის შეშფოთების საგანი გახდა. შევხვდით, ვესაუბრეთ, ავუხსენით, რომ არანაირი საშიშროება არ არსებობს და შეუძლიათ სოფელში ცხოვრება მშვიდად გააგრძელონ”, - განაცხადა ზვიად ზვიადაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა