რუსეთის საგარეო უწყება - შეშფოთებას გამოვთქვამთ საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის საზღვართან დაძაბულობის ესკალაციის გამო, რომელიც ქართული პოლიციის საგუშაგოს მშენებლობამ გამოიწვია

გამოვთქვამთ სერიოზულ შეშფოთებას საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის საზღვართან დაძაბულობის ესკალაციის გამო, რომელიც სამხრეთ ოსეთის სოფელ წნელისთან ახლოს, ქართული პოლიციის საგუშაგოს მშენებლობამ გამოიწვია, - ამის შესახებ ნათქვამია სოფელ ჩორჩანასთან არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ეს პროვოკაციული ქმედებები განხორციელებულია იმ ფონზე, როდესაც თბილისმა არაერთგზის თქვა უარის ცხინვალის წინადადებაზე, დაიწყოს საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციაზე მოლაპარაკებები“.

„ამ ვითარებაში სამხრეთ ოსეთი ცდილობს შექმნას უსაფრთხოების პირობები მოსახლეობისთვის, რაც არის მათი სუვერენული უფლება, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სახელმწიფოსი.ბოლო თვეებში თბილისი მიზანმიმართულად ამძაფრებდა დაძაბულობას საზღვარზე პროვოკაციული აქციებით და პოლიტიკურ-პროპაგანდისტული კამპანიით, რომელიც დასავლეთის მხარდაჭერით ხორციელდებოდა. მოვუწოდებთ მხარეებს, გამოიჩინონ თავშეკავება და გააგრძელონ სადავო საკითხების კონსტრუქციულ რეჟიმში განხილვა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის და ჟენევის დისკუსიების ფარგლებში“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს