ანსამბლ „რუსთავის“ მომღერალთა გუნდი ისრაელში კონცერტებს გამართავს

საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“ 1-10 სექტემბრს ისრაელში ოთხ კონცერტს გამართავს.

ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელის, გიორგი ნატროშვილის ინფორმაციით, რეპერტუარშია სულხან ნასიძის კამერული სიმფონიური კვარტეტი #3; ა-კაპელას სიმღერები: „გარე კახური საჭდაო“, „რომელნი ქერუბიმთა“, „სვანური ფერხული“, „ჩონგურო“, „რი რა რა“, „წინწყარო“, „ხასანბეგურა“, „ჩაკრულო“; სოსო ბარდანაშვილის „გზა სიონისკენ“; სულხან ცინცაძის ხუთი მინიატურა; ოთარ თაქთაქიშვილის მიერ დამუშავებული მეგრული სიმღერები: „ართი ვარდი“, “ვარადო“, „ჩაგუნა“, „ცივციველა“, „ასე ჩონგური“, „ჭიჭე ტურა“, „ჩელა“, „კუჩხი ბედინერი“.

პირველი კონცერტი 4 სექტემბერს, იერუსალიმის თეატრში გაიმართება, 5-6 სექტემბერს თელ-ავივის მუზეუმში, 9 სექტემბერს კი, ქალაქ ჰაიფას აუდიტორიუმში დასრულდება „რუსთავის“ საგასტროლო ტურნე.

კონცერტების პარალელურად, დაგეგმილია ანსამბლ „რუსთავის“ მონაწილეობა ისრაელის ტელევიზიების მუსიკალურ გადაცემებსა და და „თოქ შოუებში“.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს