ლევან იზორიამ სამხედრო მოსამსახურეებს მშვიდობისმყოფელის დღე მიულოცა

31 აგვისტო ქართველი მშვიდობისმყოფელის დღეა. საერთაშორისო მისიებში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სამხედრო მართვის ცენტრიდან მიულოცა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ლევან იზორია და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია ქართველ მშვიდობისმყოფელებს ტელეკონფერენციის საშუალებით გაესაუბრნენ. მათ ავღანეთის, მალისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკებში მყოფი სამხედრო მოსამსახურეებისგან ადგილზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ქართველ სამშვიდობოებს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა, წარმატებული მისია და და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა. ლევან იზორიამ განსაკუთრებული პატივისცემა საერთაშორისო მისიების ფარგლებში დაღუპული და დაჭრილი ჯარისკაცების მიმართ გამოხატა.

დღესვე თავდაცვის მინისტრმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას პატივი მიაგო.

31 აგვისტო მშვიდობისმყოფელის დღედ 2016 წელს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას გადაწყვეტილებით დაწესდა. 20 წლის წლის წინ, 1999 წელს, პირველი ქართული სამშვიდობო ოცეული კოსოვოში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად, სწორედ ამ დღეს გაემგზავრა.

ამჟამად ქართული სამხედრო კონტინგენტი საერთაშორისო მისიას ავღანეთში, ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ ფარგლებში ასრულებს. ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაშია (EUTM RCA) ჩართული, მალიში(EUTM Mali) კი საქართველოს თავდაცვის ძალები ერთი ოფიცრითაა წარმოდგენილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა