რუსეთში „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ.საელჩო საერთაშორისო სტრუქტურებს მიმართავს და „საქართველოს პროვოკაციებზე“ ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდებს

მოსკოვში „სამხრეთ ოსეთის“ „საელჩომ“ რუსეთში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, ასევე შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციას ინფორმაცია მიაწოდა. დე ფაქტო“ ხელისუფლება დიპლომატებს სოფელ ჩორჩანასა და სოფელ წნელისს შორის ქართული პოლიციის ბლოკპოსტის დადგმის თაობაზე აწვდის საკუთარ ვერსიას.

„უხეშად დაარღვიეს რა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი ზნაურის რაიონის სოფელ უისტას შემოგარენში, საქართველოს ძალოვანმა სტრუქტურებმა დაიწყეს საინჟინრო-საფორტიფიკაციო სამუშაოები საქართველოს პოლიციის ე.წ. პოსტის განსათავსებლად, რამაც დაძაბულობის გრადუსი ძალიან საშიშ დონემდე აიყვანა“.

„სამხრეთ ოსეთის მხარემ საქართველოს პროვოკაციული მოქმედებების მიმართ მტკიცე პროტესტი გამოხატა და ფაქტობრივი კარტოგრაფიული და სხვა მასალების საფუძველზე ოფიციალური თბილისის მოქმედებების პროვოკაციული ხასიათი აჩვენა“.

„სინანულით აღვნიშნავთ, რომ კონსტრუქციული დიალოგით საქართველოს დაუინტერესებლობამ და საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის ევროკავშირისა და ეუთო-ს მხრიდან სათანადო რეაქციის არარსებობამ შესაძლოა გამოიწვიოს საქართველოს 2008 წლის აგრესიის მსგავსი ტრაგიკული მოვლენების გამეორება. სამხრეთ ოსეთის საზღვართან საქართველოს ძალიან საშიში მოქმედებები, მათ შორის იმ კონტრპროდუქტიული პოზიციის შედეგია, როდესაც ქართული მხარე უარს ამბობს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მიმართ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულებაზე“ , - ნათქვამია „სამხრეთ ოსეთის“ „საელჩოს“ პრესრელიზში.

ე.წ.საელჩოს ინფორმაციით, „სამხრეთ ოსეთი“ , რომელიც საქართველოსთან ურთიერთობების მოგვარების სამშვიდობო მეთოდების მომხრეა, კვლავ მოუწოდებს საერთაშორისო სტრუქტურებს სერიოზული ყურადღება მიაქციონ საქართველოს მოქმედებებს, ამასთან იტოვებს უფლებას, „თავისი ტერიტორია და მოქალაქეები აგრესორისგან დაიცვას“.

ამ ინფორმაციას „რეცი“ ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს