ჰაკერებმა „ტვიტერის“ დირექტორის გვერდი გატეხეს

ჰაკერებმა „ტვიტერის“ ერთ-ერთი დამაარსებლის და აღმასრულებელი დირექტორის ჯეკ დორსის გვერდი გატეხეს და მისი სახელით რასისტული და ანტისემიტური განცხადებები გამოაქვეყნეს.

შეურაცხმყოფელი განცხადებების ნაწილი უშუალოდ დორსის მეტსახელით „@jack“ გაიგზავნა. მსგავსი განცხადებები 15 წუთის განმავლობაში იყო განთავსებიული.

„ტვიტერმა“ განაცხადა, რომ აღნიშნული ინციდენტი მობილური კავშირის ერთ-ერთი ოპერატორის უსაფრთხოების სისტემაში არსებული ხვრელის გამო მოხდა. დორსის მიკრობლოგს მეტსახელით „@jack“ 4 მილიონზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.

ჰაკერულ შეტევაზე პასუხისმგებლობა აიღო ჯგუფმა, რომელიც თავს Chuckling Squad (მოხითხითე რაზმს) უწოდებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა