დიმიტრი მედოევი - პროვოკაცია მიმართულია ჩვენს ტერიტორიაზე  სასარგებლო წიაღისეულის ხელში ჩაგდებისკენ - საქართველოს მთავრობამ სავარაუდოდ, ინვესტორი იპოვა, რომელსაც  ეს მიწები გადასცა

„სამხრეთ ოსეთის“ „საგარეო საქმეთა მინისტრის“ დიმიტრი მედოევის განცხადებით, საქართველოს მოქმედებები რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სასარგებლო წიაღისეულის ხელში ჩაგდებისკენ არის მიმართული. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას მისი გადაცემა უცხოელი ინვესტორებისთვის აქვს გადაწყვეტილი.

დიმიტრი მედოევმა პასუხი გასცა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას, რომელშიც აშშ-ს საგარეო უწყება რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, „გამოიყენოს ყველა არსებული გზა, რათა თავიდან აიცილოს სიტუაციის ესკალაცია ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარედ".

„როგორც იქნა აღელდნენ ამ პროვოკაციის ნამდვილი შემკვეთები. საქართველოს პროვოკაციას, შიდაპოლიტიკური მიზნების გარდა ჰქონდა კიდევ ერთი, სავარაუდოდ მთავარი მიზანი. ტერიტორია, რომელზეც არის საუბარი, დიდი ხანია ცნობილია „ტალკის“ და მარმარილოს გრანულების წარმოებით. საერთოდ ეს ხეობა მდიდარია მარმარილოს, სერპენტინიტის, ბარიტის და ნეფრიტის მარაგით, რომ აღარაფერი ვთქვათ სამრეწველო თიხის საბადოებზე და ძვირფასი ხის ჯიშების მთელ მასივებზე. ეჭვი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობამ იპოვა ინვესტორი, რომელსაც გადასცა ეს მიწები და ბიზნესის უსაფრთხო წარმოების გარანტიებიც მისცა“, - განაცხადა მედოევმა.

მისივე სიტყვებით, საქართველოს მხარესთან ბევრი კითხვაა, მაგრამ მთავარი მაინც შემდეგია: „როგორ შეიძლება სიტყვით სამშვიდობო პროცესისკენ მიისწრაფოდე, რეალურად კი ვიღაცის ანგარებიანი ინტერესების გამო საქმე ომის გაჩაღებამდე მიიყვანო“.

ამ ინფორმაციას „sputnik-ossetia.ru“ ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს