„სამოქალაქო მოძრაობის“ წარმომადგენლები სოფლებში ზემო და ქვემო ალვანი იმყოფებოდნენ. ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და მათგან არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.
"ჩემ დედულეთში ვიმყოფებოდით. ეს ადგილი ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, ვნახეთ პრობლემები, რომლებიც წლიდან წლამდე გადაუჭრელია. პრობლემები, რომლის მოგვარებასაც ხელისუფლება მოსახლეობას ჰპირდება, მაგრამ წლიდან-წლამდე არაფერი იცვლება. ფშაველი-აბანო-ომალოს გზა, დაბინძურებული სასმელი წყალი, ახალგაზრდების თავშეყრის ადგილების არარსებობა - ჩვეულებრივი ყოფითი პრობლემები, რომლებიც ადამიანებს 21-ე საუკუნეში არ უნდა ადარდებდეთ", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ "სამოქალაქო მოძრაობის" დამფუძნებელმა ლევან იოსელიანმა.
მოსახლეობის პრობლემებზე ისაუბრა ალეკო ელისაშვილმაც.
„პრობლემები, რომლებიც მოსახლეობა ჩამოთვალა მონდომების გარდა მათ მოგვარებას არაფერი უნდა და გულდასაწყვეტია, რომ ასე ჰაერშია გამოკიდული ზოგიერთი საკითხი. ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას არ უნდა ზედმეტად თავი შეიწუხოს. რა თქმა უნდა, ჩვენი შესაძლებლობებიდან და კომპეტენციის ფარგლებში გავირჯებით იმისთვის, რომ ამ ადამიანების სატკივარი მოვაგვაროთ", - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"