ქარიშხალ „დორიანის“ გამო, სამხრეთ კაროლინაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს

ქარიშხალ „დორიანის“ მოახლოების გამო, აშშ-ს შტატ სამხრეთ კაროლინაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. აღნიშნული განცხადება შტატის გუბერნატორმა ჰენრი მაკმასტერმა გამოსცა. მანამდე საგანგებო რეჟიმი გამოცხადდა ფლორიდისა და ჯორჯიის შტატებშიც.

ამჟამად ქარიშხალი ბაჰამის კუნძულებს უახლოვდება, საიდანაც მოქალაქეებისა და ტურისტების ევაკუაცია მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ 31 აგვისტოს ქარიშხალ „დორიანის" გამო აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სპეციალური დეკლარაცია გამოსცა, რის შედეგადაც ფლორიდის შტატი ფედერალურ დახმარებას მიიღებს. ამასთანავე, სტიქიის მასშტაბებიდან გამომდინარე დონალდ ტრამპმა პოლონეთში მე-2 მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ვიზიტი გააუქმა. მეტეოროლოგების განცხადებით, „დორიანი" ბოლო პერიოდის განმავლობაში აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქარიშხალი იქნება.

იხილეთ ვიდეო: ქარიშხალ "დორიანის" მოახლოების გამო სამხრეთ კაროლინაში საგნაგებო მდგომარეობა გამოაცხადეს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა