მსჯავრდებულისთვის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გაცემის, მისი ვადის გაგრძელებისა და ნებართვის მოქმედების შეწყვეტის კრიტერიუმები კანონით განისაზღვრება

მსჯავრდებულისათვის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გაცემის, მისი ვადის გაგრძელებისა და ნებართვის მოქმედების შეწყვეტის კრიტერიუმები კანონით განისაზღვრება. ამასთან, ნებართვის საფასურის ოდენობა კანონის ნაცვლად, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით იქნება დადგენილი.

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები იუსტიციის სამინისტრომ პარლამენტს უკვე წარუდგინა, რომლის ინიცირებაც 2 სექტემბრის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

“არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თანახმად, მსჯავრდებულს საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვა შემდეგ შემთხვევებში მიეცემა:

მსჯავრდებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა ან გააჩნია საქართველოსა და შესაბამისი უცხო ქვეყნის მოქალაქეობა ან ფლობს შესაბამის უცხო ქვეყანაში ბინადრობის უფლებას, სამუშაო ვიზას ან დროებით არის რეგისტრირებული;

მსჯავრდებულს, რომლის ახლო ნათესავი (მეუღლე, შვილი, ნაშვილები ან მინდობით აღსაზრდელი) სხვა ქვეყნის მოქალაქეა, შესაბამის ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის 90 დღის ვადით;

მსჯავრდებულის ან მისი ახლო ნათესავის (მშობელი, მშვილებელი, მინდობით აღმზრდელი, შვილი, ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე ან მსჯავრდებულთან მუდმივად მცხოვრები პირი) მძიმე ავადმყოფობის გამო საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით, თუ აუცილებელია მსჯავრდებული ახლდეს მის ახლო ნათესავს. თანხლების აუცილებლობა, სხვა ობიექტური გარემოების გარდა, იმითაც უნდა იყოს განპირობებული, თუ დასაბუთდება, რომ ახლო ნათესავს, მსჯავრდებულის გარდა, სხვა ახლო ნათესავი არ ჰყავს, რომელიც მას საზღვარგარეთ მკურნალობისას უპატრონებს;

მსჯავრდებულის გარდაცვლილი ახლო ნათესავის საქართველოში ჩამოსვენების ან სხვა ქვეყანაში გადასვენების/დაკრძალვის მიზნით;

მსჯავრდებული საქართველოს სახელით მონაწილეობს ოფიციალურ, საერთაშორისო კულტურულ, სპორტულ, პროფესიულ და საგანმანათლებლო-სამეცნიერო ღონისძიებებში, რაც უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტებით დასტურდება;

მსჯავრდებული მუშაობის ან სწავლის მიზნით მიწვეულია შესაბამისი უცხო ქვეყნის რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ, რაც ამ იურიდიული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტებით, მუშაობის დამადასტურებელი მოწმობით ან ხელშეკრულებით დასტურდება;

მსჯავრდებული მუშაობს მეზღვაურად, მძღოლად, ბორტგამცილებლად საქართველოს ან სხვა ქვეყნის რეზიდენტ იურიდიულ პირში და წარმოდგენილი აქვს პროფესიის/სპეციალობის ან მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტები;

მსჯავრდებული მიემგზავრება სხვა ქვეყანაში (გარდა ევროკავშირისა და შენგენის ზონის ქვეყნებისა) სეზონური სამუშაოების ჩასატარებლად. ამ შემთხვევაში ნებართვა ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე გაიცემა, რისთვისაც მხედველობაში მიიღება ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, რისკი და მსჯავრდებულის ქცევა გამოსაცდელ პერიოდში. ამასთან, მსჯავრდებულმა უნდა წარმოადგინოს იმ ქვეყნის მოქმედი ვიზა (ვიზის აუცილებლობის შემთხვევაში), რომელშიც მიემგზავრება და ცნობა პოტენციური დამსაქმებლისგან.

ზაზა ფირალიშვილი - კრემლს ჩვენში ისეთი ძალის გამარჯვება აწყობს, ვინც კონფრონტაციული რიტორიკის ერთგული იქნება, ვერ შეძლებს ქვეყანში დიალოგისა და თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნას
ქართული პრესის მიმოხილვა 29.10.2020
ანა დოლიძე - მჯერა, რომ უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლას  აქვს აზრი
„თეგეტა მოტორსი“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
სამსუნგის 8K რეზოლუციის ტელევიზორების ლაინაფით ახალ მწვერვალებს იპყრობს
მერაბ ჭიქაშვილი - როგორ შეიძლება კადრების ისე დადგმა, რომ მასში მონაწილეობა მაღალი თანამადებობის პირებს მიაღებინო? (R)
კახა ძაგანია - "ნაცმოძრაობის" მმართველობისას ყველაზე მეტი გარდაცვლილი პატიმარი იყო და ამაზე ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია წერდა (R)
გიორგი ლომია - "პატრიოტთა ალიანსი" ერთადერთი ძალაა, რომელიც სამართლიანობას აღადგენს (R)
ირმა ინაშვილი - ჩვენ არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ გამარჯვება წაგვართვან! (R)