„დორიანმა“ ბაჰამის კუნძულებზე წყალდიდობა გამოიწვია, ხელისუფლებამ 14 თავშესაფარი გახსნა

მეხუთე კატეგორიის ქარიშხალმა „დორიანმა“ ბაჰამის კუნძულებზე სახლებს სახურავები ახადა და წყალდიდობა გამოიწვია, - ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

სიცოცხლისთვის საშიში ქარიშხლის სიჩქარემ საათში 285 კილომეტრსაც კი მიაღწია. მთავრობამ 14 თავშესაფარი გახსნა და გარდა ამისა, ათობით ეკლესია, სკოლა და სხვა სამთავრობო შენობა საგანგებო თავშესაფრის ადგილებად გამოაცხადა.

„დორიანი“ დასავლეთის მიმართულებით მოძრაობს და აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს უახლოვდება. ფლორიდის, ჯორჯიას, ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინის შტატებში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

ბაჰამის კუნძულების მოსახლეობამ ქარიშხლის შედეგად დაზარალებული სახლების ვიდეოები სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ბაჰამის ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო საკითხების დირექტორმა გამოცემა "ნიუ -იორკ თაიმსს" განუცხადა, რომ უარავი ადამიანი სასოწარკვეთილებაშია ჩავარდნილი.

"ადამიანები ხმოვან შეტყობინებებს აგზავნიან, ტირიან," - განაცხადა ლოუბი ჯორჯისმა.

ხელისუფლება აცხადებს, რომ ზოგიერთი ადამიანი უარს ამბობს ევაკუაციაზე.

"დასასრული შესაძლოა, ფატალური აღმოჩნდეს. გთხოვთ, გემუდარებით და მოგიწოდებთ, რომ უსაფრთხო ადგილებში წახვიდეთ," - მიმართა პოლიციის კომისრის ასისტენტმა მოსახლეობას.

სინოპტიკოსების პროგნოზებით, „დორიანი“ შესაძლოა, 1992 წლის შემდეგ ყველაზე ძლიერი ქარიშხალი გახდეს. 1992 წელს მეხუთე კატეგორიის ქარიშხალმა „ენდრიუსმა“ 65 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა