ზაალ უდუმაშვილი - გიორგი გახარიას პრემიერად წარდგენა იმას ნიშნავს, რომ გავრილოვი დანიშნო საქართველოს მთავრობის მეთაურად

თუ გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად წარადგენენ, ეს იქნება ივანიშვილის რეჟიმის პირდაპირი დასასრული - გახარიას პრემიერად წარდგენა ეს იმას ნიშნავს, რომ გავრილოვი დანიშნო საქართველოს პრემიერად,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა შესაძლო სამთავრობო ცვლილებას.

მისი თქმით, გიორგი გახარიამ „თბილისში გავრილოვის ღამე მოაწყო და ამის შემდეგ მისი დაწინაურება პრემიერად, ეს არის საქართველოს მოსახლეობის აბუჩად აგდება".

ბიძინა ივანიშვილი მოსწრებაზეა. ახლა ნებისმიერ ნაბიჯს დგამს, რაღაცნაირად შექმნას ფასადური შთაბეჭდილება მაინც იმისთვის, რომ რაღაცას აკეთებენ. ჯერჯერობით, რაც კომენტარებიდან დადასტურდა არის ის, რომ მამუკა ბახტაძე აღარ იქნება პრემიერ-მინისტრი. ვნახოთ, ვის წარადგენენ პრემიერად. ბიძინა ივანიშვილს დიდი არჩევანი არ აქვს, იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებაში" კადრების სერიოზული პრობლემაა. ვინც არ უნდა წარადგინოს პრემიერად ივანიშვილმა, ეს მას არ უშველის, რადგანაც ამ რეჟიმს გაჭირვების გარდა არაფერი მოუტანია მოსახლეობისთვის“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება