3 სექტემბრიდან ახალგორის შესასვლელი შესაძლოა, ჩაიკეტოს

3 სექტემბრიდან ახალგორის შესასვლელი შესაძლოა, ჩაიკეტოს. ამის შესახებ ოკუპირებული დაბის შესასვლელში მდებარე საგუშაგოზე დისლოცირებული რუსი სამხედროები მეორე დღეა ყველა გამვლელს აფრთხილებენ. ე.წ. მესაზღვრეების თქმით, გადაადგილების აკრძალვა 3 სექტემბერს, საღამოს 18:00 საათიდან იგეგმება.

„უკვე მეორე დღეა, გვაფრთხილებენ ახალგორის შესასვლელში მოქმედ საგუშაგოზე რუსი მესაზღვრეები, რომ ხვალ საღამოდან იკეტება დაბის შესასვლელი და მოძრაობა აიკრძალება, როგორც ფეხის მოსიარულეებისთვის, ასევე სატრანსპორტო საშუალებებისთვის. როცა ვეკითხებით, რამდენი ხნით შეიზღუდება მოძრაობა, პასუხს ვერ აკონკრეტებენ, თუმცა, ისიც თქვეს, რომ შეიძლება საერთოდ ჩაიკეტოს. ეს ძალიან ცუდ მდგომარეობას შექმნის, ახალგორიდან დევნილების უმრავლესობა, ე.წ. პროპუსკების საშუალებით, ჩვენ სახლებში შესვლას დღემდე ვახერხებთ, ბევრი სულაც იქ ვცხოვრობთ. გარდა ამისა, პედაგოგების თუ სხვა სამსახურებში დასაქმებულთა დიდი ნაწილი წეროვანიდან დადის ოკუპირებულ დაბაში, შესაბამისად, ვეღარც ისინი შევლენ. ახლა გამოვედი და არ ვიცი, შევძლებ თუ არა ისევ შესვლას“, - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ ახალგორიდან გამოსულმა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

იხილეთ ვიდეო: სექტემბრიდან ახალგორის შესასვლელი შესაძლოა ჩაიკეტოს

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს