„ფსალმუნნის“ შეძენა სპეციალურ ფასად 8 სექტემბრამდეა შესაძლებელი

„ფსალმუნნის“ შეძენა მკითხველს სპეციალურ ფასად, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად, 8 სექტემბრამდე შეეძლება. „პალიტრა L”-ის ინფორმაციით, მომხმარებლის მხრიდან, „ფსალმუნნის“ გამოცემას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, სწორედ ამიტომ, მისი შეძენა სპეციალურ ფასად, ერთი კვირის ნაცვლად, 2 კვირის განმავლობაშია შესაძლებელი.

„ეს გა­მო­ცე­მა შედ­გე­ნი­ლია წე­სი­სა­მებრ, ტრა­დი­ცი­უ­ლი ფსალ­მუ­ნის ენით. არის მცი­რე დე­ტა­ლე­ბი, რო­მელ­თა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა კომ­ფორ­ტულს გახ­დის ჩვენ მიერ გა­მო­ცე­მუ­ლი „ფსალ­მუ­ნე­ბის“ კი­თხვას: ყო­ველ კა­ნონ­ში წა­სა­კი­თხი „დი­დე­ბა“ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ზო­მი­სა და ფე­რის შრიფ­ტით არის გა­მო­ყო­ფი­ლი. „დი­დე­ბის“ ად­გი­ლას წა­სა­კი­თხი ლოც­ვა მკვეთ­რად არის გა­მო­ყო­ფი­ლი და ად­ვი­ლად მი­საგ­ნე­ბია ყვე­ლას­თვის. რო­დე­საც ფსალ­მუ­ნებს მიც­ვა­ლე­ბულ­თა სუ­ლის სა­ო­ხად კი­თხუ­ლო­ბენ, „დი­დე­ბის“ ად­გი­ლას იკი­თხე­ბა მცი­რე ლოც­ვა მიც­ვა­ლე­ბულ­თათ­ვის: „მო­იხ­სე­ნე, ქრის­ტე ღმერ­თო“. დამ­წყებ მლოც­ვე­ლებს ყო­ველ­თვის უჭირთ ხოლ­მე ამ ლოც­ვის პოვ­ნა წიგნ­ში, სწო­რედ ამი­ტომ, ისიც ცალ­კე გა­მოვ­ყა­ვით და შე­სა­ბა­მი­სი გვერ­დიც მი­ვუ­თი­თეთ“, - გან­მარ­ტა­ვენ გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში.

„რაც შე­ე­ხე­ბა ფსალ­მუ­ნე­ბის შე­ფუთ­ვა­სა და დი­ზა­ინს, ის არის მაღალხარისხიანი ტყა­ვის ელ­ვა­შე­საკ­რა­ვი­ა­ნი გა­რე­კა­ნით, რათა ტა­რე­ბი­სას არ გა­იც­ვი­თოს. ასე­ვე მა­ღა­ლი ხა­რის­ხი­საა პო­ლიგ­რა­ფია და ქა­ღალ­დი, ფურ­ცლე­ბი ოქ­რო­სარ­ში­ი­ა­ნია.

„ფსალ­მუნ­ნის“ გა­მო­ცე­მას სი­ხა­რუ­ლით ხვდე­ბი­ან რო­გორც სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი, ისე მათი მრევ­ლი.

„ფსალ­მუნ­ნი“ სპეციალურად მარიამობის დღესასწაულისთვის გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად გა­მო­ი­ცა და მის შე­ძე­ნას მკი­თხვე­ლი სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად - 13 ლა­რად შეძ­ლებს“, - ნათქვამია გამომცემლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა