გია ვოლსკი - ბიძინა გეგიძე მიისწრაფვოდა იმისკენ, რომ გარიცხულიყო

რჩება განცდა, ბიძინა გეგიძე მიისწრაფვოდა იმისკენ, რომ სწორედაც გარიცხული ყოფილიყო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, დეპუტატის გარიცხვა მმართველი გუნდის მისწრაფება არ იყო.

„არის თემები, მთელი რიგი საკითხები: მოსამართლეთა არჩევის შესანიშნავი სისტემა, რომელიც აბსოლუტურად უსაფუძვლოდ დაიწუნა; თუნდაც ის განცხადება, რომ თითქოს მედიაზე ზეწოლას ახდენს „ქართული ოცნება", ან რამე თავისუფლების შეზღუდვა არსებობს. ამაში არაფერი ტრაგიკული არ არის, არც სასკანდალო. შეიძლება ადამიანს თავის შეხედულებებით ჩამოყალიბებული სხვა პოლიტიკური პლატფორმა ჰქონდეს. რჩება განცდა, თავად ბიძინა გეგიძე მიისწრაფოდა იმისკენ, რომ ყოფილიყო სწორედაც გარიცხული. ვინაიდან, თავისი შეხედულებების გამო, კოლეგებთან, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარესთან განუცხადებია, რომ იგი გადაწყვეტს, ულტიმატუმის სახით, თუ როგორ მოიქცევა მომავალში.

პოლიტიკური სპეკულაციების ნიშნები არსებობდა, თუმცა გულწრფელად გიდასტურებთ, რომ ეს არ იყო უმრავლესობის მისწრაფება, ბიძინა გეგიძე გარიცხულიყო",-აცხადებს ვოლსკი.

საპარლამენტო უმრავლესობიდან დეპუტატი ბიძინა გეგიძე გარიცხეს. გეგიძისათვის უმრავლესობის დატოვების თაობაზე გადაწყვეტილება მმართველმა უმრავლესობამ გუშინდელ უმრავლესობის სხდომაზე მიიღო.

ბიძინა გეგიძე ფრაქციას “ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ ხელმძღვანელობდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა