არჩილ თალაკვაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხვდება

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხვდება. როგორც ჟურნალისტებთან უმრავლესობის წევრმა, გიგა ბუკიამ განაცხადა, მმართველი პარტიის წევრები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრებენ.

"როგორც მოგეხსენებათ ბიუროა დანიშნული, ხვალიდან იხსნება საშემოდგომო სესია, დაგროვილია საკითხები, ახალი მოცემულობა გვაქვს - პრემიერ-მინისტრი გადადგა, მთავრობა უნდა შეიცვალოს, ახალი პრემიერი უნდა იყოს არჩეული და ყველა ამ საკითხთან მიმართებაში, რაც არის დაგროვილი, გვექნება საუბრები",-განაცხადა დეპუტატმა.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის გაცხადებით კი, უმრავლესობის შეხვედრა ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია.

იხილეთ ვიდეო

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს