ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების რიგით მეშვიდე ფესტივალი, ცნობილი ქართველი პიანისტის ელისო ბოლქვაძის კონცერტით საზეიმოდ გაიხსნა.

ორგანიზატორების ინფორმაციით, კონცერტში მონაწილეობა ფესტივალზე სპეციალურად მოწვეულმა ცნობილმა იტალიელმა გიტარისტმა კლაუდიო პიასტრამ მიიღო.

ბათუმის ფესტივალის ორკესტრს მაესტრო დავით მუქერია ხელმძღვანელობდა.

კონცერტზე შესრულდა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის, ხოაკინ როდრიგოსა და კამილ სენ სანსის კლასიკური შედევრები.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, მოწვეული სტუმრებისთვის მიღება გაიმართა, რომელზეც ახალგაზრდა ნიჭიერი დიზაინერის ლაშა დევდარიანის კოსტუმების გამოფენა მოეწყო.

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი, ერთადერთი კულტურული ღონისძიებაა, რომელიც UNESCO-ს მაღალი პატრონაჟით იმართება.

„ფესტივალი წელს განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად კლასიკური მუსიკის მსოფლიო ვარსკვლავები და ახალგაზრდა ვირტუოზები ეწვივნენ ბათუმს.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები.

ფესტივალი 10 სექტემბერს ახალგაზრდა ვირტუოზების კონცერტით დასრულდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა