„ღამის სერენადები” დღეიდან თბილისში გაგრძელდება

კლასიკური მუსიკის ფესტივალი ”ღამის სერენადები” ბათუმში წარმატებულად ჩატარებული კონცერტების შემდეგ, დღეიდან თბილისში გაგრძელდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფესტივალის ორგანიზატორებმა აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ დარბაზში გამართულ ორგანყოფილებიან კონცერტზე მსმენელის წინაშე ქართველი და უცხოელი შემსრულებლები, ასევე კამერული ორკესტრი ”საქართველოს ვირტუოზები” წარსდგებიან.

„ფესტივალის პირველ განყოფილებაში დაუკრავს ტრიო ყაზახეთიდან მევიოლინე ბაგდათ აბილხანოვის, ჩელისტ კურვანჟან ახატოვის და პიანისტ ერლან სერკებაევის შემადგენლობით. ისინი შეასრულებენ ბენჯამინ ბრიტენის უბრალო სიმფონიას, ასტორ პიაცოლას ტანგოს საფორტეპიანო ტრიოსთვის „წელიწადის დრონი“ და არტიკ ტოკსანბაევის სტეპების ჩანახატებს. მეორე განყოფილებაში კი სცენას ქართველი მუსიკოსები დაიკავებენ. პიანისტი სანდრო ნებიერიძე, მესაყვირე დავით შამანაური და დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი დამსწრე საზოგადოებისთვის ანტონ ვებერნის ნელ ნაწილს (Langsamer Satz) და დიმიტრი შოსტაკოვიჩის საფორტეპიანო კონცერტს No. 1 დაუკრავენ.

ბენჯამინ ბრიტენი – მე-20 საუკუნის უდიდესი ამერიკელი კომპოზიტორია. მისი „;უბრალო სიმფონია“ მეოცე საუკუნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ქმნილებად არის მიჩნეული და „ა ლია ბაროკოს“ სტილში ორგანულად ჩაერთვება პროგრამაში. ბრიტენმა ის 20 წლის ასაკში დაწერა და სიმფონიის 4-ვე ნაწილი მე-18 საუკუნის სუიტის ნაწილებივითაა.

ასტორ პიაცოლა – ტანგო საფორტეპიანო ტრიოსთვის „წელიწადის დრონი“. ასტორ პიაცოლა დაიბადა 1921 წლის 11 მარტს მარ დელ პლატა, არგენტინაში. იგი ვინსენტ „ნონინიო“ პიაცოლას და ასუნტა მიანეტის ერთადერთი შვილი იყო. 1925 წელს ოჯახი საცხოვრებლად ნიუ იორკში გადავიდა. 1936 წლიდან ასტორ პიაცოლამ დაიწყო ბანდონეონზე დაკვრა და უმოკლეს დროში ლათინურ ამერიკული მუსიკის უზადო შემსრულებლად ჩამოყალიბდა. მოგვიანებით თავად გაიტაცა მუსიკის წერამ და დროთა განმავლობაში ლათინურ-ამერიკული მუსიკის და, კერძოდ, არგენტინული ტანგოს ჟანრის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კომპოზიტორად მოგვევლინა.

ანტონ ვებერნი – ნელი ნაწილი. ვებერნი გახლდათ ცნობილი ავსტრიელი კომპოზიტორი და დირიჟორი, რომელიც თავის მენტორ, არნოლდ შონბერგთან და კოლეგა ალბან ბერგთან ერთად ვენის მეორე სკოლის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება.

Langsamer Satz (ნელი მოძრაობა) 1905 წლით თარიღდება. აღსანიშნავია, რომ ეს ნაწარმოები შთაგონებული იყო ვენის ირგვლივ მთებში მოგზაურობით, სადაც ავტორი თავის საცოლესთან ერთად იმყოფებოდა. მოგვიანებით, იგი კომპოზიტორის მეუღლე გახდა. ავტორს თავიდან კვარტეტის დაწერა ჰქონდა განზრახული, მაგრამ პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ, მან გადაწყვიტა რომ ნაწარმოებად დაესრულებინა.

დიმიტრი შოსტაკოვიჩი – საფორტეპიანო კონცერტი No. 1. ნაწარმოების საკონცერტო პრემიერა შედგა 1933 წლის 15 ოქტომბერს, ლენინგრადის ფილარმონიის სიმფონიური ორკესტრის სეზონის გახსნაზე. ორკესტრს დირიჟორობდა ფრიც სტრიდი, საყვირის პარტიას ასრულებდა ალექსანდრე შმიდტი, ხოლო ფორტეპიანოსთან თვით დიმიტრი შოსტაკოვიჩი იჯდა. შოსტაკოვიჩმა ბრწყინვალედ დაუკრა კონცერტი, საზოგადოებამ ნაწარმოები ოვაციით მიიღო და მისი მოთხოვნით კონცერტი განმეორებით შესრულდა 17 ოქტომბერს. მიუხედავად სათაურისა, ნაწარმოები უფრო ზუსტად კვალიფიცირდება როგორც ორმაგი კონცერტი, საყვირის და ფორტეპიანოს თანაბარი როლების გამო. ნაწარმოების პრემიერიდან წლების შემდეგ შოსტაკოვიჩი წერდა, რომ თავდაპირველად მას დაგეგმილი ჰქონდა დაეწერა კონცერტი საყვირისა და ორკესტრისთვის და ფორტეპიანო მოგვიანებით დაამატა, რის შემდეგაც ნაწარმოებმა ორმაგი კონცერტის სახე შეიძინა. ეს გენიალური ნაწარმოები შეიცავს და ამავე დროს პაროდირებს მრავალ მუსიკალურ ნაწარმოებს და მასში ავტორი ფართოდ იყენებს იმ ეპოქისთვის დამახასიათებელ სხვადასხვა ციტატებს“, - ნაქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელები არიან ლიანა და გიორგი ისაკაძეები, ფესტივალის დირექტორია ნინა ცაგარელი, ფესტივალის მთავარი დირიჟორია ვახტანგ მაჭავარიანი.

ღონისძიების ორგანიზატორია კომპანია „არტ ალიანსი“.

ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ქალაქ ბათუმის მერია; ქალაქ თბილისის მერია; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა;

ფესტივალის ოფიციალური მზღვეველია – კომპანია „არდი“.

პარტნიორები – კომპანია „თელასი“; ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრი ;ქართული ბრენდი „მარი გოლდი“; პირველი ქართული ვისკი „ჯიმშერი“; ღვინის კომპანია „როალ ხვანჭკარა“; კომპანია „სარაჯიშვილი“; პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი ,,ლუტეცია“, ,,არომატეკა“, „პალმა აპარტამენტი“.

პროექტის მედიამხარდამჭერები – აჭარის ტელევიზია; საქართველოს პირველი არხი; ტელეიმედი; TVპირველი; „არტარეა“ – პირველი არხი კულტურაზე; ციფრული და მედია მარკეტინგის სააგენტო ,,კლიპარტი”; „ამბები.GE“; საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ–ტაიმი“; საინფორმაციო სააგენტო „GHN“, ინტერნეტ მედია ჯგუფი – “ITV”, “droni.ge” და “presa.ge”, ინგლისურენოვანი გაზეთი “Georgia Today“; ინგლისურენოვანი ყოველდღიური გამოცემა “The Messenger”;” ჯორჯიან პრესი“;ვიდეო–პორტალი “myvideo.ge”; ჟურნალი „სარკე“; გაზეთი „აჭარა“; რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა