თავდაცვის უწყების თანამშრომლებმა ინგლისური ენის კურსი დაასრულეს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ ინგლისური ენის კურსის დასრულების ცერემონიალი გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სამხედრო ატაშემ საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკმა დეივიდ ეთელმა, ბრიტანეთის საბჭოს დირექტორმა ზაზა ფურცელაძემ, სასწავლო ცენტრის მენეჯერმა სტივენ შელიმ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსმა დავით გუნაშვილმა გადასცეს. ამასთან, მათ კურსდამთავრებულებს კურსის დასრულება, მიულოცეს, შემდგომი წარმატება უსურვეს და ასევე, თავდაცვის ძალებში ინგლისური ენის შესწავლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„თავდაცვის უწყების თანამშრომლებისთვის ინგლისური ენის კურსი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით, ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება.

ინგლისური ენის კურსი უწყების 21-მა სამხედრო და სამოქალაქო პირმა გაიარა. 120 საათიანი სასწავლო კურსის განმავლობაში მსმენელებმა ინგლისურ ენაში წერის, კითხვის და მოსმენის უნარები გაიუმჯობესეს. თავდაცვის უწყების თანამშრომლებისთვის ინგლისური ენის კურსი რეგულარულად ტარდება და მომავალშიც გაგრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა