სუს-ის წარმომადგენელმა მედიას ის უპილოტო საფრენი აპარატი წარუდგინა, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გუშინ ჩამოვარდა

ერგნეთში დაგეგმილი შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მედიას ის უპილოტო საფრენი აპარატი წარუდგინა, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გუშინ ჩამოვარდა.

„ეს გახლავთ ის დრონი, რომელიც გუშინ ჩამოვარდა ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. აღნიშნული დრონი შეეჯახა სამოყვარულო დრონს, რის შედეგადაც ორივე მათგანი ჩამოვარდა. მოგეხსენებათ ასევე, რომ იმ წუთში გაჟღერდა უსაფუძვლო ბრალდებები თითქოს აღნიშნული დრონი ჩამოგდებულ იქნა ვითომდა ჩვენი პოლიციის ქვედანაყოფის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად, რომელიც გაიხსნა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან. ეს მტკიცება, რა თქმა უნდა, მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს და არ შეესაბამება სინამდვილეს. სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ ამ ნივთს იმის დასტურად, რომ ცეცხლსასროლი იარაღის სროლის კვალი ამ ნივთს არ აღენიშნება. ეს არის უპილოტო საფრენი აპარატი კვადროკოპტერი. ამ შემთხვევას ადგილი ჰქონდა ქარელის მუნიციპალიტეტში სოფელ აბანოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩვენ ამას წარვუდგენთ დღევანდელი შეხვედრის მონაწილეებს, რათა ბოლო მოეღოს უსაფუძვლო ბრალდების გაჟღერებას, თითქოს ეს კვადროკოპტერი ჩამოგდებულ იქნა ჩვენი საპოლიციო დანაყოფის მიერ, ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად“, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაცი-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ.

დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა იმართება. აღნიშნული შეხვედრა ტექნიკური ხასიათის იქნება.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა