ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. КГБ ჩამოვარდნილი დრონის ნარჩენების მათთვის გადაცემას ითხოვს

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. КГБ საქართველოს მხარის ვერსიებს დრონის ჩამოვარდნის თაობაზე უარყოფს და აცხადებს, რომ საფრენი აპარატი ქართველმა ძალოვნებმა დამიზნებითი სროლით ჩამოაგდეს. ისინი ექსპერტიზის ჩასატარებლად დრონის ნარჩენების მათთვის გადაცემას ითხოვენ.

დე ფაქტო ხელისუფლების КГБ- ს პრესსამსახურის უფროსმა ეკატერინა ბიაზროვამ განაცხადა, რომ „რესპუბლიკის“ ე.წ. КГБ „გაგებით ეკიდება საქართველოს მხარის მისწრაფებას, წარმოადგინოს ეს ინციდენტი, როგორც საქართველოს ქარელის რაიონის მაღალტექნოლოგიური განვითარების შედეგი, სადაც სამოქალაქო დანიშნულების უპილოტო საფრენი აპარატების მასობრივ გამოყენებაზე არიან გადასული“.

„მაგრამ ეს ფაქტი, ჩვენდა სამწუხაროდ, არ შეესაბამება სინამდვილეს“, - განაცხადა ბიაზროვამ.

დე ფაქტო ხელისუფლების КГБ-ში აღნიშნეს, რომ სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი ჯერ დრონის ნარჩენების ევროკავშირის მისიისთვის წარდგენა და შემდეგ ექსპერტიზისთვის მისი „სამხრეთ ოსეთის“ წარმომადგენლებისთვის გადაცემა იქნება, ინციდენტებზე რეაგირებისა და თავიდან აცილების მექანიზმის ჩარჩოებში გამართულ შეხვედრაზე.

ამ ინფორმაციას „sputnik-ossetia.ru“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენელთა განცხადება, თითქოსდა დრონის ჩამოგდება ქართველი პოლიციელების მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მოხდა, სინამდვილეს არ შეესაბამება.

„ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ აბანოს მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატი ე.წ. კვადროკოპტერი ჰაერში შეეჯახა სამოქალაქო პირის უპილოტო საფრენ აპარატს, ე.წ. კვადროკოპტერს, რამაც გამოიწვია ორივე მათგანის დაზიანება და ჩამოვარდნა“, - აცხადებენ სუს-ში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა