არჩილ თალაკვაძე - ის პირები, რომლებიც საოკუპაციო ხაზს მიღმა რჩებიან, ხედავენ, რომ რუსეთი და საოკუპაციო რეჟიმი იარაღის ჟღარუნის გარდა ვერაფერს სთავაზობენ, ხოლო საქართველო ვითარდება

ის პირები, რომლებიც საოკუპაციო ხაზს მიღმა რჩებიან, ხედავენ, რომ რუსეთის ფედერაცია და საოკუპაციო რეჟიმი, მილიტარისტული რიტორიკის და იარაღის ჟღარუნის გარდა, ვერაფერს ვერ სთავაზობენ, ხოლო საქართველო ვითარდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან კონფლიქტების მოგვარების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქვეყნის ხელისუფლება მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს, რომლითაც სარგებლობა ნაწილობრივ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთათვისაც შესაძლებელია.

„საქართველოს ეკონომიკური განვითარება, დემოკრატიის გაძლიერება, სოციალური პროგრამების, ჯანდაცვის სისტემის განვითარება კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩენს კონტრასტს, რომელიც არის საოკუპაციო ხაზით გაყოფილ ტერიტორიებს შორის. ის პირები, რომლებიც საოკუპახიო ხაზს მიღმა რჩებიან, ხედავენ, რომ რუსეთის ფედერაცია და საოკუპაციო რეჟიმი, მილიტარისტული რიტორიკის და იარაღის ჟღარუნის გარდა, ვერაფერს ვერ სთავაზობენ, ხოლო საქართველო ვითარდება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა