სალომე ზურაბიშვილი - ჩემი, როგორც ქალი პრეზიდენტის არჩევა ძალიან დადებითად და იმედიანად არის მიღებული ქართულ საზოგადოებაში -  იმდენად, რომ ეს ზოგჯერ მაშინებს

ჩემი, როგორც ქალი პრეზიდენტის არჩევა ძალიან დადებითად და იმედიანად არის მიღებული ქართულ საზოგადოებაში. იმდენად, რომ ეს ზოგჯერ მაშინებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთში გამართულ კონფერენციაზე „ქალთა როლი პოლიტიკაში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, მისი პრეზიდენტად არჩევა არა როგორც საზოგადოებაზე თავს მოხვეული, არამედ საქართველოს ისტორიიდან გამომდინარე, ძალიან ბუნებრივი მოვლენა იყო.

„როდესაც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ვიმყოფები, მეკითხებიან, რამდენად მიიღო ქართულმა საზოგადოებამ ჩემი, როგორც ქალი პრეზიდენტის, არჩევა და რამდენად არის შეგუებული ამ ფაქტთან. ჩემი პასუხია, რომ ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე, ეს ფაქტი არ იყო გამონაკლისი ჩვენს ისტორიაში. ეს იყო არა რაღაც საზოგადოებაზე თავს მოხვეული, არამედ ძალიან ბუნებრივი. დღემდე, როდესაც სხვადასხვა რეგიონში დავდივარ, პირიქით არის, რომ ძალიან დადებითად და იმედიანად არის მიღებული ეს ფაქტი. ეს ზოგჯერ მაშინებს, იმდენად იმედები არის შექმნილი იმის გამო, რომ ქალი ვარ და შეიძლება, ქალს მეტი შეუძლია ამ ძალიან რთულ ვითარებაში. ეს პასუხისმგებლობა, ზოგჯერ, საკმაოდ მძიმე სატარებელია,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის