ირაკლი ანთაძე - ერგნეთის შეხვედრაზე ჩვენ წარვადგინეთ  დრონი და  შეხვედრის მონაწილეებს მიეცათ საშუალება ენახათ, რომ ცეცხლსასროლი იარაღის ნაკვალევი  მის კორპუსზე არ არის

ჩვენ წარვადგინეთ დრონი, როგორც მატერიალური მტკიცებულება და შეხვედრის მონაწილეებს მიეცათ საშუალება საკუთარი თვალით ენახათ, რომ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის არანაირი ნაკვალევი მის კორპუსზე არ არის, - ამის შესახებ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში გამართული შეხვედრის შემდეგ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ განაცხადა, შეხვედრა ოთხი საათის განმავლობაში გაგრძელდა და ის ტექნიკური ხასიათის იყო.

„აღნიშნული დრონი ჩვენ გადავეცით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. რაც შეეხება ახალგორის საკითხს, მე რა თქმა უნდა დავინტერესდი საკითხით და მივიღე შემდეგ პასუხი, რომ ზოგადად, როცა დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლები ახორციელებენ მსგავსი ტიპის აქციებს, ამ საკითხზე აქტიურდება ცხელი ხაზი და გვატყობინებენ, ან ჩნდება ხოლმე მათი განცხადებები. არც ერთს, და არც მეორეს ჯერჯერობით ადგილი არ ჰქონია, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ყოველ შემთხვევაში დღეს ამის დადასტურება მე ვერ მივიღე. მათ არ დაგვიდასტურეს ეს ფაქტი დღეს“, - განაცხადა ანთაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა