მურატ ჯიოევი - ერგნეთის  დღევანდელი შეხვედრის ერთადერთი შედეგია შეთანხმება დიალოგის უახლოეს პერიოდში გაგრძელებაზე

„სამხრეთ ოსეთი“ და ქართული მხარე უახლოეს მომავალში გააგრძელებენ მოლაპარაკებებს სოფელ წნელისთან პოლიციის ბლოკპოსტის მოხსნის შესახებ. სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ერგნეთში გამართული შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. თუმცა, ჯიოევის განცხადებით, ერთადერთი ძირითადი შედეგია ის, რომ მოხდა შეთანხმება უახლოეს პერიოდში დიალოგის გაგრძელებაზე.

„სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლოს, ან მომდევნო კვირის დასაწყისში შედგება შეხვედრა. ჩვენ ვთქვით, რომ არ არის სასურველი შეხვედრის გაჭიანურება, არამედ აუცილებელია მისი შეთანხმება ყველა მხარესთან. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები დაიწყებენ კონსულტაციებს ყველა მხარესთან“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა