აკაკი ბობოხიძე - იმედია, ეს არის ბოლო ცვლილება, რომელსაც ივანიშვილი შესთავაზებს ქართველ ხალხს - გახარია ხიფათის მატარებელია ქვეყნისთვის

იმედია, ეს არის ბოლო ცვლილება, რომელსაც ივანიშვილი შესთავაზებს ქართველ ხალხს - გახარია ხიფათის მატარებელია ქვეყნისთვის, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ახლა მთავარია ზედმეტი რყევების გარეშე მივიდეს ქვეყანა 2020 არჩევნებამდე.

„იმედი მაქვს, რომ ეს არის ბოლო ცვლილება, რომელსაც ივანიშვილი შესთავაზებს ქართველ ხალხს და 2020 წელს მის მმართველობას თავის გახარიებიან, ღარიბაშვილებიანად დაასრულებს საქართველოს მოსახლეობა. ჩვენი სამოქმედო გეგმაა რამენაირად საქართველო ზედმეტი რყევების გარეშე მივიყვანოთ არჩევნებამდე , რომ მოხდეს მშვიდობიანი ჩამოშორება ივანიშვილის ხელისუფლებისგან. გახარიასთან ერთად ყოფნა არის ბომბი არამარტო ივანიშვილისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის. ეს არის კაცი, რომელიც თავის თავში თვითონ არის ხიფათის მატარებელი და მისი ნებისმიერი ნაბიჯი შეიძლება გახდეს სერიოზული მღელვარების დეტონატორი საქართველოში",- განაცხადა ბობოხიძემ.

შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის პოსტზე შს მინისტრი გიორგი გახარია წარადგინა. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრის თანამდებობას კი ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს