ვახტანგ ძაბირაძე - ვბრუნდებით იმ კალაპოტში, როდესაც ხელისუფლება სულ გვაშინებდა შს მინისტრით ან პრემიერით

ხელისუფლება იწყებს ძალის დემონსტრირებას. რა მოჰყვება ამას შედეგად, ჯერჯერობით ვერ გეტყვით, -ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ სამთავრობო ცვლილებების შეფასებისას განუცხადა.

მისი თქმით, სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, მათ შორის შს მინისტრის გაპრემიერების თაობაზე მოლოდინები უკვე დიდი ხანია არსებობს. პოლიტოლოგის განმარტებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საუბარი 20-21 ივნისის მოვლენებამდეც იყო და „საზოგადოებისთვის ემოციურად ეს თემა მოხარშულია“, რის შედეგადაც ახლა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მასობრივ პროტესტს არ გამოიწვევს.

ამასთან, პოლიტოლოგი იმედოვნებს, რომ გიორგი გახარიას კანდიდატურა პარლამენტში მხარდაჭერას მიიღებს.

„ქართული ოცნება“ ცდილობს, აჩვენოს, რომ მას შეუძლია არა მარტო გადაწყვეტილების მიღება, არამედ აღსრულებაც და რომ ქვეყანაში არის ძლიერი, მოქმედი პრემიერი, რომელიც აღკვეთს ყველანაირ ზღვარგადასულ თუ ზღვართან მიახლოებულ პროტესტს. ჩემი აზრით, ეს მაინც გათვლილია 2020 წლის არჩევნებზე. ე.ი. თუ მიუღებელი იქნა ამ არჩევნების შედეგები და ამას მოჰყვა პროტესტი, ყველამ იცოდეს, რომ გახარიას გადამჭრელი ზომების მიღება შეუძლია. ქვეცნობიერად ალბათ, ამას უკავშირდება. ვნახოთ, თუ ხელისუფლებას აქვს რაღაც რეალური პროექტი, რომელიც ამ 1 წლის განმავლობაში შედეგს დადებს, მაშინ ეს იქნება წარმატებული გადაადგილება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვბრუნდებით ჩვეულებრივ იმ კალაპოტში, რომელშიც ამ 30 წლის განმავლობაში ვიმყოფებით. როდესაც ხელისუფლება სულ გვაშინებდა შს მინისტრით ან პრემიერით... ხელისუფლება სულ გვაშინებდა, რომ ის გამოიყენებს ძალას და იქნება მკაცრი და შეუვალი. ვნახოთ, რა როგორ განვითარდება,“ - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ამასთან, მან ისაუბრა ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის თაობაზე და აღნიშნა, რომ ისიც „იმ კატეგორიის პოლიტიკოსია, რომელიც ხისტი დამოკიდებულებებით გამოირჩევა.“

„ამ მხრივაც იგივე კონტექსტი ფიგურირებს, რაზეც ვისაუბრე. ხელისუფლება იწყებს ძალის დემონსტრირებას. რა მოყვება შედეგად, ჯერჯერობით ვერ გეტყვით, მაგრამ დღემდე ამ მცდელობებს ხელისუფალთათვის მნიშვნელოვანი შედეგი არ მოუტანია,“ - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის პოსტზე შს მინისტრი გიორგი გახარია წარადგინა. შესაბამისი განცხადება პარტიის ოფისში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გაკეთდა.

გიორგი გახარიას მთავრობის მეთაურად დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილება დილიდან „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომებზე შეთანხმდა.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

ვახტანგ ძაბირაძე - ვბრუნდებით იმ კალაპოტში, როდესაც ხელისუფლება სულ გვაშინებდა შს მინისტრით ან პრემიერით

ხელისუფლება იწყებს ძალის დემონსტრირებას. რა მოჰყვება ამას შედეგად, ჯერჯერობით ვერ გეტყვით, -ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ სამთავრობო ცვლილებების შეფასებისას განუცხადა.

მისი თქმით, სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, მათ შორის შს მინისტრის გაპრემიერების თაობაზე მოლოდინები უკვე დიდი ხანია არსებობს. პოლიტოლოგის განმარტებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საუბარი 20-21 ივნისის მოვლენებამდეც იყო და „საზოგადოებისთვის ემოციურად ეს თემა მოხარშულია“, რის შედეგადაც ახლა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მასობრივ პროტესტს არ გამოიწვევს.

ამასთან, პოლიტოლოგი იმედოვნებს, რომ გიორგი გახარიას კანდიდატურა პარლამენტში მხარდაჭერას მიიღებს.

„ქართული ოცნება“ ცდილობს, აჩვენოს, რომ მას შეუძლია არა მარტო გადაწყვეტილების მიღება, არამედ აღსრულებაც და რომ ქვეყანაში არის ძლიერი, მოქმედი პრემიერი, რომელიც აღკვეთს ყველანაირ ზღვარგადასულ თუ ზღვართან მიახლოებულ პროტესტს. ჩემი აზრით, ეს მაინც გათვლილია 2020 წლის არჩევნებზე. ე.ი. თუ მიუღებელი იქნა ამ არჩევნების შედეგები და ამას მოჰყვა პროტესტი, ყველამ იცოდეს, რომ გახარიას გადამჭრელი ზომების მიღება შეუძლია. ქვეცნობიერად ალბათ, ამას უკავშირდება. ვნახოთ, თუ ხელისუფლებას აქვს რაღაც რეალური პროექტი, რომელიც ამ 1 წლის განმავლობაში შედეგს დადებს, მაშინ ეს იქნება წარმატებული გადაადგილება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვბრუნდებით ჩვეულებრივ იმ კალაპოტში, რომელშიც ამ 30 წლის განმავლობაში ვიმყოფებით. როდესაც ხელისუფლება სულ გვაშინებდა შს მინისტრით ან პრემიერით... ხელისუფლება სულ გვაშინებდა, რომ ის გამოიყენებს ძალას და იქნება მკაცრი და შეუვალი. ვნახოთ, რა როგორ განვითარდება,“ - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ამასთან, მან ისაუბრა ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის თაობაზე და აღნიშნა, რომ ისიც „იმ კატეგორიის პოლიტიკოსია, რომელიც ხისტი დამოკიდებულებებით გამოირჩევა.“

„ამ მხრივაც იგივე კონტექსტი ფიგურირებს, რაზეც ვისაუბრე. ხელისუფლება იწყებს ძალის დემონსტრირებას. რა მოყვება შედეგად, ჯერჯერობით ვერ გეტყვით, მაგრამ დღემდე ამ მცდელობებს ხელისუფალთათვის მნიშვნელოვანი შედეგი არ მოუტანია,“ - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის პოსტზე შს მინისტრი გიორგი გახარია წარადგინა. შესაბამისი განცხადება პარტიის ოფისში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გაკეთდა.

გიორგი გახარიას მთავრობის მეთაურად დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილება დილიდან „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომებზე შეთანხმდა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის