გია ვოლსკი - ისიც კი მოახერხეს ზოგიერთებმა, რომ წაიწერეს ზოგმა მაისურზე, ზოგმა პლაკატზე „არა ოკუპაციას“, როდესაც თავად არიან ოკუპაციის მთავარი შემოქმედები

არ არსებობს არცერთი განვითარებული დემოკრატიის მქონე ქვეყანა, სადაც ამდენი სიცრუე ბატონობს საინფორმაციო ველზე; ისიც კი მოახერხეს ზოგიერთებმა, რომ წაიწერეს ზოგმა მაისურზე, ზოგმა პლაკატზე „არა ოკუპაციას“, როდესაც თავად არიან ოკუპაციის მთავარი შემოქმედები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ოპოზიცია ცდილობს დესტაბილიზაცია მოახდინოს.

„არ არსებობს არცერთი ქვეყანა, განვითარებადი დემოკრატია მაქვს მხედველობაში, სადაც არ არსებობს საინფორმაციო თუ პოლიტიკური ველი, სადაც დაშვებული პლურალიზმი, სიტყვის თავისუფლება. არ არსებობს არცერთი განვითარებული დემოკრატიის მქონე ქვეყანა, სადაც ამდენი სიცრუე ბატონობს საინფორმაციო ველზე. ისიც კი მოახერხეს ზოგიერთებმა, რომ წაიწერეს ზოგმა მაისურზე, ზოგმა პლაკატაზე „არა ოკუპაციას“, როდესაც თავად არიან ოკუპაციის მთავარი შემოქმედები. არ არსებობს არცერთი საერთაშორისო რეიტინგი, სადაც საქართველო არ დგას მოწინავე პოზიციებზე. რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მძიმე პრობლემა, როგორიცაა უმუშევრობა, სიღატაკე დაძლეულია, თუმცა, ტენდენციები მნიშვნელოვანია, გაუმჯობესებულია, პოზიტიურია და ამაში თავისი წვლილი შეიტანა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. უნდა ითქვას ხაზგასმით, რომ თითოეული საჯარო მოხელის პასუხისმგებლობა დაწყებული დაბალი რგოლიდან, დამთავრებული უმაღლეს რგოლზე, არის საგანგებო მნიშვნელობის. ეს პასუხისმგებლობა უნდა გაიზარდოს და პრემიერ-მინისტრთან ერთად უნდა იყოს ყოველდღიური ზრუნვის საგანი თითოეული ადამიანის ყოფა-ცხოვრება ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ვოლსკიმ.

გარდა ამისა, უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, რომ „საუკეთესო გადაწყვეტილებაა ის, რაც მიიღო უმრავლესობამ, წარადგინოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ბატონი გიორგი გახარია“.

რაც შეეხება პროტესტს, როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, რეალობა არის ძალიან მძიმე.

„რეალობაა ის, რომ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები არ იბრძვიან იმისთვის, რათა სიმართლე და ჭეშმარიტება დადგინდეს. ერთადერთი მიზანი ამისა არის ის, რომ ტოლობის ნიშანი დასვან იმ ბოროტებას შორის, რაც ჩაიდინეს. თარიღებს აღარ ჩამოვთვლი, მხოლოდ 2011 წლის 26 მაისი ეყოფა და იმ მოვლენებს შორის, რომელსაც ადგილი ჰქონდა სულ ახლახანს 20-21 ივნისს. ეს ტოლობის ნიშანი არ დაისმება! საზოგადოებას კარგად ესმის, რომ მკვლელობა, წამება, შეურაცხყოფა იყო სახელმწიფოს სტრატეგია. ეს სტრატეგია სახელმწიფოს არ გააჩნია და არც მაშინ იყო, როდესაც იგერიებდა შეტევას პარლამენტზე. დღეს ვისაც სენტიმენტი გააჩნია, კიდევ დაფიქრდეს, ვის ექნებოდა და რა იქნებოდა ჩვენს ქვეყანში მთავარი პრობლემა - დესტაბილიზაცია! დესტაბილიზაცია, რომელიც უნდათ და რომლისთვისაც ესოდენ მოწადინებული არიან ჩვენი კოლეგები“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა