ირაკლი სესიაშვილი - საქართველო მტკიცედ დგას ნატო-ს გზაზე და ამის უკან არის საერთაშორისო საზოგადოების აღიარება ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის, სწორი პოლიტიკის

საქართველო მტკიცედ დგას ნატო-ს გზაზე და ამის უკან არის საერთაშორისო საზოგადოების აღიარება ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის, მშვიდობის, სწორი საგარეო და საშინაო პოლიტიკის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, „პოლიტიკურ დონეზე ჩვენი კონფრონტაცია, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენს ოპონენტებს ვიწრო პოლიტიკური ინტერესები უფრო მეტად აინტერესებთ, ვიდრე ქვეყნის საერთო ინტერესები“. ამიტომ სესიაშვილი ოპონენტებს მოუწოდებს, რომ ამ საკითხში მაინც იყვნენ ერთიანები.

„რა თქმა უნდა, ამ წვრთნებს აქვს თავის მხრივ პოლიტიკური მნიშვნელობა და ეს პოლიტიკური მნიშვნელობა მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ დიახ, საქართველო მტკიცედ დგას ნატო-ს გზაზე და ამის უკან არის საერთაშორისო საზოგადოების აღიარება ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის, მშვიდობის, სწორი საგარეო და საშინაო პოლიტიკის განხორციელების და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი. ამიტომ, მიუხედავად იმისა, ჩვენი პოლიტიკური შეხედულებების განსხვავებულობისა, მე მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, იქ სადაც ჩვენი ქვეყნის საერთო ინტერესებია, აქ ვიყოთ ერთიანები. სამწუხაროდ, ჩვენი კონფრონტაცია პოლიტიკურ დონეზე კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენს ოპონენტებს ვიწრო პოლიტიკური ინტერესები უფრო მეტად სჭირდებათ და აინტერესებთ, ვიდრე ქვეყნის საერთო ინტერესები და ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ სიამაყით ვიტყვი, რომ ჩვენ ვდგავართ სწორ გზაზე, ამ სწორ გზაზე დგას ჩვენი მოსახლეობის მტკიცე ნება და როდესაც ვსაუბრობთ თუნდაც დღეს გამოხატვის თავისუფლებაზე, სწორედ ეს გზა არის ჩვენი ბუნებრივი განვითარება, ჩვენი დემოკრატიის ბუნებრივი განვითარება. მეტი ნატო საქართველოში, მეტი საქართველო ნატო-ში“, - განაცხადა სესიაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ნატო-ს გზაზე კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს. მისივე თქმით, „ჩვენ გვაქვს გამორჩეული და საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი ინტენსივობის ურთიერთობა ნატო-სთან, ევროკავშირთან, შეერთებულ შტატებთან“.

„ამ ქვეყანას აქვს არჩევანი და ამ არჩევანის გზაზე ჩვენი ქვეყანა, „ქართული ოცნება“ დგამს ძალიან კონკრეტულ ნაბიჯებს. ეს არ არის მხოლოდ საუბარი და რიტორიკა. ჩვენ გვაქვს, შეიძლება ითქვას, გამორჩეული და საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი ინტენსივობის ურთიერთობა ნატოსთან, ევროკავშირთან, შეერთებულ შტატებთან და ამ გზაზე, არა ჩემი შეფასებით, არამედ საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, ჩვენი ქვეყნის მიღწევები არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მინდა შევეხო საქართველოში ჩატარებულ მრავალეროვნულ სწავლებას - „მტკიცე სული -2019“, რომელიც ჩატარდა 27 ივლისიდან 9 აგვისტომდე საქართველოში და რაც, რა თქმა უნდა, იყო ძალიან მკაფიო გამოხატულება თუ როგორი მზარდი არის ჩვენი თავსებადობა ნატო-სთან და ნატო-ს გზაზე რამხელა მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს საქართველოს. მე მინდა მის პრაქტიკულ და პოლიტიკურ ნაწილს შევეხო და ამით გამოვხატო ის ძალიან სწორი გზა, რაც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხელისუფლებას აქვს არჩეული. პირველ რიგში ეს არის პრაქტიკული მნიშვნელოვანი შედეგი ჩვენი სამხედროებისთვის და მე მინდა გითხრათ, მაშინ, როდესაც ამ წვრთნებში 12 ქვეყნის 3 ათასი სამხედრო მოსამსახურე იღებდა მონაწილეობას, სწორედ რომ მმართველი რგოლი გახლდათ ქართველი სამხედროები და ეს არის მართლაც თითოეული ჩვენგანისათვის საამაყო, რომ ჩვენი პარტნიორები, მე ვიტყოდი ჩვენი მოკავშირეები - შეერთებული შტატები, ნატოს წევრი ქვეყნები, სრულებით პროფესიონალურ დონეზე ენდობიან ჩვენ სამხედრო მოსამსახურეებს და ეს არის ჩვენი ქვეყნის სიამაყე და თავდაცვის სისტემაში განხორციელებული რეფორმების მნიშვნელოვანი შედეგი და ამას უნდა მივესალმოთ“, - განაცხადა სესიაშვილმა.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს