დეპუტატი ნინო წილოსანი აქციის ერთ-ერთ მონაწილეს - ძალიან გაღიზიანებული, აფორიაქებული მეჩვენებით, დამშვიდდით

ძალიან გაღიზიანებული, აფორიაქებული მეჩვენებით, დამშვიდდით, - ასე მიმართა „ქართული ოცნების" დეპუტატმა ნინო წილოსანმა აქცია „სირცხვილიას" ერთ-ერთ მონაწილეს, ნიკა ფარულავას.

წილოსანი პარლამენტის ეზოს მარცხენა შესასვლელიდან გამოვიდა, რა დროსაც მასთან გასაუბრების მიზნით მივიდნენ აქცია „სირცხვილიას" წევრები. ამასთან, ახალგაზრდებმა წილოსანს მიმართეს, ეპასუხა კითხვაზე - არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი.

„მეც ბევრი მაქვს სათქმელი, მაგრამ ახლა ვერ ვისაუბრებ, ძალიან მეჩქარება. თქვენი თანატოლი შვილი მყავს და კარგად მესმის თქვენი აღშფოთება. რუსეთი ოკუპანტია“, - განაცხადა წილოსანმა.

ამასთან, ფარულავამ უთხრა დეპუტატს, რომ მისმა კოლეგა დეპუტატმა, გიგა ბუკიამ აქციის მონაწილეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. „გიგა ბუკიამ გვაგინა. როგორ დავმშვიდდე, როცა გვაგინა თქვენმა მაჟორიტარმა“, - აღნიშნა ფარულავამ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს