„ბლექ სი არე­ნა­ზე“ ან­სამ­ბლ „ივე­რი­ის“ მი­უ­ზიკ­ლი „ჩხიკვთა ქორ­წი­ლი“ წარმოადგინეს

ან­სამ­ბლ „ივე­რი­ის“ ლე­გენ­და­რუ­ლი მი­უ­ზიკ­ლი „ჩხიკვთა ქორ­წი­ლი“ შეკ­ვე­თილ­ში მდე­ბა­რე „ბლექ სი არე­ნა­ზე“ უკვე მეორე წელია, წარმატებით იდგმება. ორგანიზატორების ინფორმაციით, წლე­ვან­დელ სე­ზონ­ზე, ისევე როგორც 2018 წელს, „ჩექ ინ ჯორ­ჯი­ას“ ფარ­გლებ­ში გა­მარ­თულ გა­ნახ­ლე­ბულ „ჩხიკვთა ქორ­წილს“ ათა­სო­ბით ადა­მია­ნი და­ეს­წრო. „ივერიის“ ძველი თუ ახალი თაობის შემადგენლობის მოსასმენად მაყურებელი „ბლექ სი არენაზე“ 1-ელ სექტემბერს შეიკრიბა.

მიუზიკლის მო­ნა­წი­ლე­თა შო­რის იყვნენ: თე­მურ წიკ­ლა­უ­რი, ნუგ­ზარ კვა­შა­ლი, ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე, ან­დრია გვე­ლე­სი­ა­ნი, ბო­რის ბე­დია, ხვი­ჩა მაღ­ლა­კე­ლი­ძე, ვახ­ტანგ ტა­ტიშ­ვი­ლი, გუ­რამ ჯაში, მა­ნა­ნა თო­და­ძე, ქეთი წიკ­ლა­უ­რი, თა­მუ­ნა ტა­ბა­ტა­ძე, მე­რაბ სამ­ყუ­რაშ­ვი­ლი, დიტო სა­კან­დე­ლი­ძე, ჯანო იზო­რია, გია და­ვი­თი­ა­ნი, გუჯა მარ­და­ლე­იშ­ვი­ლი, ავ­თან­დილ თა­ბუ­კაშ­ვი­ლი, გოგა ოსე­ფაშ­ვი­ლი, ლუ­ი­ზა კო­ბა­ლა­ძე, ლილი ზღვა­უ­რი, ჯე­მალ ბა­ღაშ­ვი­ლი,ზურა ლა­ლი­აშ­ვი­ლი, ვიქ­ტორ ლა­ლი­აშ­ვი­ლი, დათო აბუ­ლა­ძე, გია ბა­ღაშ­ვი­ლი, ფრი­დონ სუ­ლა­ბე­რი­ძე (უმ­ცრო­სი), ლაშა მძი­ნა­რაშ­ვი­ლი, მი­რი­ან ბე­რე­ლი­ძე, ირაკ­ლი ნა­დი­რაშ­ვი­ლი, მა­ი­კო ვა­წა­ძე, შო­რე­ნა ჯა­ფა­რი­ძე, ცი­სია კა­ლან­და­ძე, ეკა მო­დე­ბა­ძე, ილია სა­ბა­ძე თენ­გო გუმ­ბე­რი­ძე, დათო მჭედ­ლიშ­ვი­ლი, ალექ­სან­დრე ჯა­ფა­რი­ძე.

„ამ­ხე­ლა არე­ნა­ზე მი­უ­ზიკ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა არ არის ად­ვი­ლი საქ­მე და აქამ­დე „ბლექ სი არე­ნა­ზე“ მი­უ­ზიკ­ლი არც დად­გმუ­ლა. კი­დევ ერთხელ ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი შეკ­რი­ბა არე­ნა­ზე ალექ­სან­დრე ბა­სი­ლა­ი­ას გე­ნი­ა­ლურ­მა მუ­სი­კამ და იმ სიყ­ვა­რულ­მა, რო­მე­ლიც „ჩხიკვთა ქორ­წილს“ 40 წე­ლია, მოჰ­ყვე­ბა. მა­ყუ­რებ­ლის­გან სა­ო­ცა­რი სიყ­ვა­რუ­ლი ვიგ­რძე­ნით.უღ­რმე­სი მად­ლო­ბა ჩვენს გუნდს და იმ მრა­ვა­ლ­ა­თა­სი­ან პუბ­ლი­კას, რო­მე­ლიც ღო­ნის­ძი­ე­ბას და­ეს­წრო.“ - განაცხადა მომღერალმა გია ბაღაშვილმა.

„აღსანიშნავია, რომ „ჩხიკვთა ქორ­წი­ლის“ დას­რულ­ების შემდეგ, გია ბა­ღაშ­ვილ­მა მაყურებელს სიურპრიზი შესთავაზა. მან სი­ტყვა გა­დას­ცა დარ­ბაზ­ში მდჯომ ნიკა მნა­თო­ბიშ­ვილს, რო­მელ­მაც ან­სამ­ბლ „რუს­თა­ვის“ მო­ცეკ­ვა­ვეს და მი­უ­ზიკ­ლის მო­ნა­წი­ლეს შო­რე­ნა ჯა­ფა­რი­ძეს დარ­ბა­ზი­დან­ვე სთხო­ვა ხელი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა